ლევანდოვსკის გარეშე – პოლონეთი ნიდერლანდებთან დამარცხდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში პოლონეთი, რომელსაც ტრავმირებული ლევანდოვსკი ვერ დაეხმარა, ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა. შემდეგ შეხვედრას პოლონეთი 21 ივნისს ავსტრიასთან ჩაატარებს, ნიდერლანდები კი იმავე დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდება. პოლონეთი – ნიდერლანდები 1:2 გოლები: 1:0 ბუკსა (16), 1:1 გაკპო (29), 1:2 ვეგორსტი (83)

,,ამ სივრცის დადებითი საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები” – ,,კაფე მზიურის” გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა

,,კაფე მზიურის” გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა. ავტორები “მზიურის” ყველა გულშემატკივარს სთხოვენ, შეუერთდნენ ხელმოწერებს და შეინარჩუნონ კაფე. მათი შეფასებით, “ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები”. ,,2016 წლიდან დღემდე, კაფეს ორგანიზებული აქვს 800-ზე მეტი საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიება. დღეს “მზიური” ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სივრცეა, რომელიც არის მნიშვნელოვანი […]

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მეორედ უერთდება GEMO FEST-ს და პროექტის ერთ-ერთი მასპინძელია” – ირაკლი ქარქაშაძე

უკვე მეორედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე ეცნობიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი […]

გერმანიაში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა პირს, რომელმაც გამვლელზე წერაქვით თავდასხმა სცადა

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 16 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა მამაკაცი, რომელმაც გამვლელზე წერაქვით თავდასხმა სცადა. შემთხვევა ქალაქის წმინდა პავლეს უბანში მოხდა, რომლის მახლობლადაც 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, პოლონეთთან დაგეგმილი თამაშის წინ, 40 000-მდე ნიდერლანდელი გულშემატკივარი მსვლელობას მართავდა. პოლიციის თქმით, ხსენებული პირი ლუდხანიდან წერაქვით შეიარაღებული გამოვიდა და პოლიციელებს ემუქრებოდა. პოლიციის […]

დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანის ნაწილს, ასევე, მცხეთას წყლით ამარაგებს – GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ინფორმაციით, სოფელ წიწამურთან ავარიულად დაზიანდა ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი. სწორედ ეს წყალსადენი ამარაგებს სასმელი წყლით მცხეთას და თბილისის ორი რაიონის – ვაკე-საბურთალოსა და გლდანის ნაწილს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ […]

საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც “აფთერშოკი” მოჰყვა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან – სოფელ ცხმორში მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა. ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა “აფთერშოკიც”, რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა. შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის […]

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, ქალი დაიღუპა

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს დაეჯახა, ქალი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ტაბულას ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ვცდილობთ.

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა – სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო […]

ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს, გამოძიება დაწყებულია

თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Gino grand Hotel Melikishvili – ნოდარ გიორგაძის მორიგი €18-მილიონიანი ინვესტიცია ტურიზმში

სასტუმრო Gino grant Hotel Melikishvili 2025 წლის მეორე კვარტალში გაიხსნება. მულტიფუნქციური სასტუმროს პროექტზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონი ევროა და მშენებლობის დასრულება 2025 წლის მარტშია დაგეგმილი. „ვფიქრობთ, 2025 წლის მეორე კვარტალში სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა. ეს იყო ერთ-ერთი რთული პროექტი სხვადასხვა მიზეზის […]