„არასტაბილური მდგომარეობა ყოველთვის ცუდია ბიზნესისთვის“ – რა გავლენა ექნება რესტორნების ფასებზე ლარის კურსს

რა გავლენა ექნება რესტორნების ფასებზე ლარის კურსს – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ლარმა თუ გაუფასურება გააგრძელა ან არსებულ მდგომარეობაში დარჩა გრძელვადიან ვითარებაში, იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება და შესაბამისად ტურისტულ სფეროშიც მოიმატებს ფასები. „ლარმა თუ გაუფასურება გააგრძელა ან არსებულ მდგომარეობაში დარჩა გრძელვადიან ვითარებაში, იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება და შესაბამისად ტურისტულ სფეროშიც მოიმატებს ფასები არასტაბილური მდგომარეობა […]

მედია – რუსეთში ტრაქტორის ქარხანასა და მეტალურგიულ კომბინატზე დრონებით თავდასხმა მოხდა

რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, იგორ არტამონოვი იუწყება. მისი ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 4 დრონი ჩამოაგდო. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმა მოხდა ტრაქტორის ქარხანასა და მეტალურგიულ კომბინატზე.

სტოლტენბერგი: ნატოში მსჯელობენ ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაზე

ნატოში განიხილება ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის საკითხი რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს. სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსში მიმდინარე კონსულტაციების თემაა რამდენი ბირთვული ქობინა უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში და რამდენი უნდა დარჩეს არსენალში. გენერალური მდივნის განცხადებით, ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, […]

გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძე ევროპის პრიზიორი

საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების 2 წევრი გამოვიდა და ორივემ მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით გიორგი ქინქლაძემ და შოთა კაკაბაძემ თავის სადებიუტო გამოსვლაში წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს ნაკრების ყულაბას მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მედლები მოუტანეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ქინქლაძის ანგარიშზეა, ხოლო 1 ბრინჯაო […]

მედია – მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერთა სიიდან ერაყი და იორდანია „გაუჩინარდნენ“

შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკეს ხელმომწერი ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა „გაუჩინარდა“ – ერაყი და იორდანია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც სამიტის შემდეგ კომუნიკეს ხელი მოაწერეს, 80-დან 78-მდე შემცირდა. კერძოდ, განახლებულ სიაში აღარ შედიან ერაყი და იორდანია. შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი […]

“კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ” – “ნაპოლი” ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

“კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ” – “ნაპოლი” ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა “ნაპოლი” სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა. ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა მისი შვილი “პარტენოპეიდან” წავიდეს, ჯუღელის თქმით კი პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია. “ვეხმაურებით […]

ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული აქტვების უკრაინისთვის გამოყენება „ქურდობა“ არ არის

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემა რუსეთისთვის ფულის მოპარვას ნიშნავს. „უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა გლობალურმა კოალიციურმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, გაგვეყინა რუსეთის სუვერენული აქტივები, რომელიც, დაახლოებით, 280 მილიარდ აშშ დოლარს […]

რუსეთში “აგენტად” და “არასასურველად” გამოცხადებული მედიის დამფუძნებელი ქართველ ჟურნალისტებს მიმართავს

დისკრიმინაციის კამპანია, გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ მთავრობის განცხადებები – გალინა ტიმჩენკო ამბობს, რომ “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებამდე ყველა ეს ნარატივი მოუსმენია. თუმცა დროის დაბრუნება რომ შეეძლოს, ახლა აღარ ეცდებოდა “მატყუარების წესებით ეთამაშა”.

შსს ოპოზიციური პარტიის დარბევის ფაქტს ვერ (არ) იძიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დარბევიდან ორი კვირის თავზე, შსს-ს ერთი თავდამსხმელიც არ დაუკავებია. რატომ ვერ მოხდა სამინისტროდან 3 კმ-ში, მასშტაბური დარბევის გახსნა, ამ თემაზე, შსს კომენტარს არ აკეთებს. შსს-მ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ცემის ფაქტები გახსნეს

იენს სტოლტენბერგი – ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს

ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო […]