კანადა უკრაინას 38 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

კანადა უკრაინას 52.4 მილიონი კანადური დოლარის (38 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაკეტის უდიდესი ნაწილი – 20 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 14.5 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა. […]

“გოლი თუ გაგვიტანეს, გვაქვს ჩვენ სერბებივით გეგმა-B?” – მეტრეველი

ინგლისი-სერბეთის თამაშმა კარგად გამოაჩინა, რომ მეორე ნომრად თამაში და კონტრშეტევების იმედად ყოფნა კარგია, ვიდრე გოლს გაუშვებ, მაგრამ თუ გოლი მაინც მიიღე, მერე იმის ტრაკი უნდა გქონდეს, ყველაფერი შეცვალო და შეტევაში წახვიდე. სერბეთი თავიდან დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც საქართველო თამაშობს, ხოლმე, – მთელი გუნდით საკუთარ ნახევარზე იდგა და კონრშეტევის შანსს ელოდებოდა, მაგრამ ავტობუსის ჩაყენებამ ვერ უშველა […]

“არ მეგონა, ამ დროს თუ მოვესწრებოდი” – შათირიშვილი

მწერალი, ქართული ოცნების თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი: არ მეგონა, თუ მოვესწრებოდი დროს: ან ქართველობა, ან გადაგვარება… უკომპრომისონი უნდა ვიყოთ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს!..

ბელინგემის გოლით – ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში ინგლისმა სერბეთი 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში ინგლისი უკეთ თამაშობდა და ბელინგემმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ სერბებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს. მომდევნო ტურში, 20 ივნისს, სერბეთი სლოვენიას, ინგლისი კი დანიას დაუპირისპირდება. სერბეთი – ინგლისი 0:1 გოლი: ბელინგემი (13)

შვეიცარია მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას აპირებს რუსეთთან

შვეიცარიას უკრაინის გამო 15-16 ივნისს ჩატარებული მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განხილვა სურს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც არ მიუღიათ მასში მონაწილეობა. ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამიტის შედეგებს მიეძღვნა. “ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში და ყოველ ორ კვირაში ვესაუბრებით საგარეო საქმეთა მინისტრს, ასე რომ, ვაპირებთ, განვიხილოთ რუსეთთან კონფერენციის შედეგები”, […]

IDF: ჰეზბოლას მხრიდან გაზრდილ აგრესიას უფრო ფართო ესკალაციამდე მივყავართ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ დღეს, 16 ივნისს, განაცხადა, რომ ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის მიმართულებით გახშირებულმა თავდასხმებმა შესაძლოა სერიოზული ესკალაცია გამოიწვიოს. “ჰეზბოლას მზარდ აგრესიას შესაძლო ფართო ესკალაციამდე მივყავართ – რასაც დამანგრეველი შედეგები ექნება ლიბანისა და მთლიანი რეგიონისთვის… ისრაელს აქვს მოვალეობა, ისრაელის მოსახლეობა დაიცვას. ჩვენ ამ მოვალეობას შევასრულებთ”. – განაცხადა ჰაგარიმ. 12 ივნისს […]

რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კიევში პრაიდის პირველი მსვლელობა მოეწყო

16 ივნისს, ლგბტ თემის რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა და მათმა მხარდამჭერებმა, მათ შორის, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, კიევის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და სახელმწიფოსგან მოითხოვეს მათთვის მეტი უფლებების მინიჭება. ეს იყო უკრაინის დედაქალაქში გამართული პირველი პრაიდი მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი ამ ქვეყნის წინააღმდეგ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ. სპეცდანიშნულების რაზმების მიერ დაცულმა დემონსტრანტებმა მოითხოვეს სამოქალაქო კავშირის ლეგალიზაცია […]

გიორგი მაისურაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს

“დინამო თბილისსა” და “პოლისია ჟიტომირს” შორის გიორგი მაისურაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 22 წლის მცველი კარიერას უკრაინულ კლუბში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის გიორგის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში. გიორგი მაისურაძე “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. დედაქალაქურ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ სუპერთასის მფლობელი. “დინამოს” ფორმით “მაისამ” მთლიანობაში […]

საფრანგეთში მბაპემ ახალგაზრდებს მოუწოდა, “გადამწყვეტ” არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ საფრანგეთში 30 ივნისს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი “უკიდურესობებისა და უთანხმოების გამომწვევი იდეების წინააღმდეგია” და გაგიხარდება საფრანგეთის ისტორიის “გადამწყვეტ მომენტში” არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა. “ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტთან ვართ. უნდა იცოდე, როგორ დააბალანსო საკითხები და პრიორიტეტების განცდა გქონდეს”. – თქვა მბაპემ. საფრანგეთის ეროვნული […]

ფერდინანდ ფელდჰოფერი თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია

“დინამო თბილისის|” მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი – ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა. ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ “ლაფნიცში” 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი “ვოლფსბერგერს” წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის მერვედფინალშიც ითამაშა, გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის […]