საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება. “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონის დაბლოკვას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უმრავლესობა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. “უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და, რაც მთავარია, ეს არის მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების და იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც პარლამენტი ეწევა. მმართველი გუნდი ამ საკითხს დაძლევს […]
სახალხო დამცველი – სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. იოსელიანი ქვეყნის მასშტაბით არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გადატვირთულობასა და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზეც საუბრობს. „ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა. ახლახან გამოქვეყნდა […]
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024

გია ხუხაშვილი – “პარტიები არიან ვაგონები, რომლებიც არსად მიდიან – ორთქლმავლის ფუნქცია პრეზიდენტმა უნდა იკისროს” რაზე იმსჯელებს 24-ში ევროკავშირის საგარეო საბჭო და უნდა ველოდოთ თუ არა სანქციებს ამჯერად ბრიუსელიდან? ვახტანგ ძაბირაძე – “ლელო”-გახარიას ფრონტზე თუკი შეძლებენ ძველი წყენის დავიწყებას და გაერთიანდებიან, ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი დაჯგუფება” * * * გია ხუხაშვილი – “პარტიები არიან ვაგონები, […]
ლევან იოსელიანი – სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა – ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია

9 500 მსჯავრდებულით საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზე მოხვდა. აღნიშნულის პარალელურად პენიტენციური დაწესებულებების ნაწილში პატიმართა გადატვირთულობის პრობლემა დგას. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 14 პენიტენციური დაწესებულებიდან 4-ში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს. როგორც იოსელიანი აცხადებს, პატიმრების რაოდენობის შემცირება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, მათ შორის, შეწყალების მექანიზმით, რასაც მისივე […]
ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. „საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს […]
ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის დახმარების საკითხს “დაარეგულირებს”

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ “დაარეგულირებს” ამ საკითხს. დეტროიტში წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და მას “ყველა დროის საუკეთესო გამყიდველი უწოდა” კიევის მცდელობებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა მოიპოვოს. “ოთხი დღის წინ $60 მილიარდით წავიდა, სახლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დამატებით $60 მილიარდი […]
შუქი გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

17 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. “თელასის” ცნობით, მიზეზი სხვადასხვა სამუშაოებია. კომპანიის ცნობით: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედოფლისწყაროს, ნიჟარაძის, წურწუმიას, ბადიაურის, ახმეტის, თელავის, კვეზერელის, კაკულიას და ირბახის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, […]
“წვიმა, ქარი, სეტყვა” – გაფრთხილება ამინდის შესახებ

17-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები […]
დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ლიპეცკის სამრეწველო ზონაზე

დღეს, 17 ივნისს დილით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. ტელეგრამ-არხი „ასტრა“ ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ აფეთქებები გამოიწვია მეტალურგიული კომბინატის და ტრაქტორების ქარხნის ტერიტორიებზე. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ ქალაქის „სამრეწველო ტერიტორიაზე“ დრონებით შეტევა იყო, თუმცა, კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. არტამონოვმა […]