საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – პრემიერი

საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. „საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა […]
რომელ სფეროებშია კვალიფიციური მუშახელის პრობლემა? – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის პასუხი

საქართველოში სამწუხაროდ, მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ის ეთერში DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ განაცხადა. „ეს[კვალიფიციური მუშახელის პრობლემა] ნამდვილად ჩემი გულის ტკივილია. მას შემდეგ, რაც ჩვენ ინიციატივა გამოვთქვით მუშახელის გადამზადებაზე, საუბარი გვქონდა მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. მხარდაჭერა არის, „აწარმოე საქართველოც“ გვეხმარება, მაგრამ ეს არ არის […]
საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის ალაფის” პირველი ეტაპის ვიცეჩემპიონია

ზაგრებმა „რაგბი ევროპის ალაფის” პირველი ეტაპს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრებმაც იასპარეზა. ქართველი მორაგბეები ფინალში შვედებს დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ანგარიშით 7:31 დასრულდა და ისტორიაში პირველად, „რაგბი ევროპის ალაფის” ეტაპის ვიცეჩემპიონები გახდნენ. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას 26:0, მეოთხედფინალში კი რუმინეთს 21:0 სძლია. ტურნირზე ქართველებმა ასევე ისრაელი, ნორვეგია და ფინეთი დაამარცხეს. „რაგბი ევროპის ალაფის” მეორე ეტაპი ბუდაპეშტში […]
უკრაინის მონაცემებით, რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოკლულია 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 551 ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ეს დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა წარმოადგინა შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართულ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა. კოსტინის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დოკუმენტურად უკვე დადასტურებული აქვთ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ […]
კვარაცხელიას მომავალი მამის და აგენტის გადასაწყვეტი არ არის – „ნაპოლი“

იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და მამას, ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კვარაცხელიას ბედს არა ისინი, არამედ თავად კლუბი გადაწყვეტს. „კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი ჯუღელის განცხადებებთან დაკავშირებით ნაპოლი იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს კონტრაქტი“, – წერს „ნაპოლი“ 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. „კვარაცხელია […]
„გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, კაფე „მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!“ – ანა გოგუაძე

„მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მზად ვიყავი დამეთმო ის მთავარი იდეა, რის გამოც 2006 წელს მივგორდი მზიურში – თქვენთან ერთად შემექმნა ინკლუზიური გარემო ყველასთვის. დღეს, უკვე გააზრებულად, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, „კაფე მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!“, – წერს კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი, ანა […]
ომბუდსმენი – კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა – ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულების დროული იდენტიფიცირება, დახმარება, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მათი მკურნალობა. ეს ხალხი განსაკუთრებულ ტანჯვას განიცდის, როცა სასჯელის მოხდა საერთო პირობებში უწევთ, რაც დაუშვებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, პენიტენციურ დაწესებულებებში ძირითადი პრობლემები პატიმრების დროულ მკურნალობასთანაა დაკავშირებული. სახალხო დამცველის განმარტებით, ციხეებში მყოფ […]
კამპანიას – „ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ“ – მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. კამპანიას – „ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ“ – მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, […]
ვინ აშენებს ბათუმში „სან რემოს“ ადგილას ახალი რესტორანს და როდის დასრულდება მშენებლობა

ბათუმში ცნობილი რესტორნის „სან რემოს“ დემონტაჟის შემდეგ, ახალი შენობის და პირსის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმის ბულვართან, რუსთაველის ქუჩის ბოლოში, 11 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პლაჟზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, შპს „ხიდი-2006“-ზე 2068 წლამდე იჯარითაა გადაცემული. ბათუმის მერიასა და „ხიდი 2006“-ს შორის ახალი ხელშეკრულება ქონების იჯარით გაცემაზე 2018 წლის 18 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის გაფართოება-რეკონსტრუქციის […]
მექაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

მექაში სიცხის შედეგად დაღუპული იორდანიელი პილიგრიმების რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, მუსლიმთა წმინდა ადგილას ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას 1,8 მილიონი ადამიანი ესწრებოდა.