საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის ალაფის” პირველი ეტაპის ვიცეჩემპიონია

ზაგრებმა „რაგბი ევროპის ალაფის” პირველი ეტაპს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრებმაც იასპარეზა. ქართველი მორაგბეები ფინალში შვედებს დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ანგარიშით 7:31 დასრულდა და ისტორიაში პირველად, „რაგბი ევროპის ალაფის” ეტაპის ვიცეჩემპიონები გახდნენ.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას 26:0, მეოთხედფინალში კი რუმინეთს 21:0 სძლია. ტურნირზე ქართველებმა ასევე , ნორვეგია და ფინეთი დაამარცხეს.
„რაგბი ევროპის ალაფის” მეორე ეტაპი ბუდაპეშტში 12-14 ივლისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”