კობახიძე: წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება. “რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტს – ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 4 თვის განმავლობაში 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები სამომავლოდ შევა და წელს 360 მილიონი ლარი დაგვემატება. ეს არსებითად ისეთ სფეროებზე განაწილდება, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, […]
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება – კახა კალაძე

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი – უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. „პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი […]
თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდება, საბიუჯეტო შემოსავლები, შესაძლოა, ₾600 მლნ-ით გაიზარდოს – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ხარჯები 600 მლნ ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხარჯებისთვის 360 მლნ ლარის გამოყოფის შესაძლებლობას 4 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იძლევა. „გავაკეთეთ 6 თვის საგადასახადო შემოსავლების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გამოჩნდა და ამ ეტაპისთვის ეს […]
საქართველოს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობით, პროგნოზირებულ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ხედავს თუ არა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რისკებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე აშშ-ის და ევროკავშირის საპასუხო ზომებს უკავშირდება, მინისტრმა განაცხადა, რომ შესაბამის ანალიზს მეტი ინფორმაცია სჭირდება. […]
როგორი ამინდი იქნება 18-20 ივნისს საქართველოში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დედაქალაქში – თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი […]
ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი პრეზენტაცია – “რეალის” გეგმები მბაპეს წარდგენაზე

El Debate წერს, რომ “რეალს” სურს, გუნდში კილიან მბაპეს წარდგენა უფრო პომპეზური იყოს და და კრიშტიანო რონალდოს პრეზენტაციას გადააჭარბოს, რომელსაც 85 ათასი მაყურებელი დაესწრო. ფეხბურთელის წარდგენა16 ივლისს ევროს დასრულებიდან ორი დღის შემდეგ გაიმართება. ეს თარიღი იმიტომ შეირჩა, რომ “სამეფო კლუბს” სურს, მბაპე ზინედინ ზიდანის თვალწინ წარადგინოს და ფრანგ ლეგენდასთან შეთანხმებით ეს რიცხვი შეირჩა. შეგახსენებთ, რომ […]
ჰუმელსი ხელფასის შემცირებაზე და სერია A-ში გადასვლაზე თანახმაა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “დორტმუნდიდან” წამოსულმა მატს ჰუმელსმა შესაძლოა, კარიერა სერია A-ში განაგრძოს. “რომას” სპორტული დირექტორი ფლორენტ ჟისოლფი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და მზადაა, 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმოს. თავად ჰუმელსი ახალი გამოწვევისთვის მზადაა და ხელფასის გაცილებით შემცირებაზეც არ იტყვის უარს.
საქსტატი: I კვარტალში საშუალო ხელფასი 13.2%-ით გაიზარდა და 1 943 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: · საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით); […]
“ოცნებას” რუსული დაკვეთის შესრულებისთვის პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“ – ირაკლი კუპრაძე

სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტები ცხადყოფს, რომ “ოცნებას” რუსული დაკვეთის შესრლების გამო პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, – ამის შესახებ “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების საქართველოს მოსახლეობას გვერდში უდგანან, თუმცა “ოცნების” შემთხვევაში ეს ასე არ არის. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები, იმ მაღალი რანგის შეხვედრებზე, რომელიც მას ჰქონდა ევროპაში, მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობის […]
ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს – იენს სტოლტენბერგი

ნატოში ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავენ. ამის შესახებ გაზეთ The Telegraph-თან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „არ გავამხელ ოპერატიულ დეტალებს იმის შესახებ თუ რამდენი ბირთვული იარაღი უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში, მაგრამ ამ საკითხებზე კონსულტაციები გვჭირდება. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, ნატოს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი შესაძლოა მისი გამჭვირვალობა გახდეს, რომელიც […]