„ევროპული საქართველო“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნაზე

„ევროპული საქართველო“, საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პარტიის პოზიცია დღეს გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა გაახმიანეს. „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სახალხო პროტესტმა და საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას უკვე გამოტანილი აქვს რეჟიმისთვის პოლიტიკური განაჩენი და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი […]

საქსტატი: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 13.2%-ით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, […]

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახალ უმსხვილეს პროექტზე, „ბათუმში – მომავლის ქალაქში ხელოვნური კუნძულით“ მუშაობს

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქალაქის განვითარებისთვის, ახალ უმსხვილეს პროექტზე, ხელოვნურ კუნძულზე მუშაობს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბათუმის საერთაშორისო პოზიციაზე აყვანასა და ტურისტულ ცენტრად ქცევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კომპანია BM.GE-სთან აცხადებს. მათი ინფორმაციით, ეს იქნება რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული, რომელიც 84 ჰა-ზე იქნება განთავსებული, საიდანაც სივრცის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. „წარმოიდგინეთ, როგორ იღვიძებთ ზღვის მშვიდი ტალღების ხმაზე, […]

გახარია იშვიათი ჯიშის, უპრინციპო გაიძვერა აღმოჩნდა – დავით ჩიხელიძე

როგორც ვხედავთ, გახარია/ხაზარაძეს უსინდისობის და უპრინციპობის საკითხში ბევრი საერთო აქვთ, ღირსების კუთხით კი საგრძნობლად მოიკოჭლებენ! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმითაც, მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ და ღია არიან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის. „გახარია იშვიათი ჯიშის, უპრინციპო გაიძვერა აღმოჩნდა. მისთვის გუნდის ღალატი და მტრის მხარეს გადასვლა […]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის ოზურგეთში კიდევ […]

გია ვოლსკი – უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ასეთი ფორმა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა შეარჩია, პრაქტიკულად, შინაარსს გამოცლილია

უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ასეთი ფორმა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა შეარჩია, პრაქტიკულად, შინაარსს გამოცლილია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებსაც საქართველოს უკრაინიზაცია და აქ “მაიდნის” მოწყობა სჭირდებათ, უკრაინის მხარდაჭერაზე ასე ხმამაღლა არ […]

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამო კი სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ. „მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას […]

ლაშა ხუციშვილი – დღევანდელი შეფასებიდან და გადმოსახედიდან, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

დღევანდელი შეფასებიდან და გადმოსახედიდან, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა შესახებ“კანონის მიღების შემდგომ დასავლეთიდან, მათ შორის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის რისკებს თუ ხედავს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის 6%-იანი ეკონომიკური ზრდა […]

ოთარ შამუგია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. „მოხარული ვარ, თქვენთან შეხვედრით. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნები გადიან ევროკავშირში ინტეგრაციის რთულ და საპასუხისმგებლო […]

ლევან დავითაშვილი – ფოთის და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული – ყველაფერი ყველაფრის ფასად არ არის ჩვენი პრინციპი

ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი, როგორც ფოთის, ასევე ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, თუმცა ეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს. „რაც შეეხება „ეიპიემ ტერმინალის“ […]