GFF: მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფედერაციის ღირსებით ორდენის დაჯილდოების საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერმინისტრის წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით გამოქვეყნდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თქმით, მიუღებელია გუნდის წევრების და […]

კალაძე: უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობას ვიწყებთ

ამ კვირაში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის დასრულების შემდეგ, წყნეთიდან, ბაგებიდან მანქანით წამოსულ ადამიანებს, რომლებიც ახალ ხიდს იყენებენ, შესაძლებლობა ექნებათ, ქავთარაძის ქუჩაზე პირდაპირ მოხვდნენ. ეს გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც ქავთარაძის ქუჩასთანაა დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი […]

“როცა ასაკს ამარცხებ…” – 60 წლის ეკა კახიანი თეთრ ორეულში ბრწყინავს – Marao

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს. ამჯერად ეკა სციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს. მუსიკოსმა თეთრი ორეული მორიგო და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უმრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ეკა 60 წლისაა და ნამდვილად ამტკიცებს, […]

თიბისი – ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებელი

თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. ნომინაციაში, თიბისისთან ერთად, წარდგენილნი იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Beltone Leasing and Factoring, CaixaBank, TEB Faktoring და სხვები. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, წელს ჯილდო ინდუსტრიის იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებიც ძლიერი ფინანსური შედეგებით გამოირჩევიან და რომლებმაც შეძლეს გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა მუდმივად […]

ვლადიკავკაზიდან რამდენიმე წვევამდელი სომხეთში გადაიყვანეს და იქ რუსულ ბაზაზე აიძულეს არმიასთან კონტრაქტების გაფორმება

ვლადიკავკაზიდან, სულ მცირე, ოთხი წვევამდელი გადაიყვანეს სომხეთში, სადაც რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზაზე აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებზე, – ამის შესახებ პროექტი “ვაჟნიე ისტორიი” იუწყება. ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, მას და მის კოლეგებს უთხრეს, რომ სამსახურის ბოლო ოთხ თვეს სამხრეთ სამხედრო ოლქის სხვა ნაწილში გაატარებდნენ. წვევამდელები თვითმფრინავში ჩასხეს და არ უთხრეს სად აგზავნიდნენ. მხოლოდ ჩასვლის […]

BTU-ს კვლევითმა ცენტრმა „წლის მეცნიერი“ გამოავლინა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა, სამეცნიერო კვლევებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, „წლის მეცნიერი“ გამოავლინა. სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდება, ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო BTU-ს აფილირებულ პროფესორს და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს ხათუნა ბურკაძეს გადაეცა. სამეცნიერო პრემია გაიცემა ინოვაციებისა და ციფრული ტრანფორმაციების დარგში – აკადემიური წლის განმავლობაში, მეცნიერის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების […]

რატომ უნდა ვისწავლო BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე?

ქართული საგანმანათლებლო სისტემა წლიდან წლამდე ვითარდება და კონკურენციაც მძაფრდება. თუმცა არსებობს ერთეული პროგრამები, რომლებიც უნიკალურია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის დონეზე. მაგალითად ასეთია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი და შეთავაზებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები“. სწორედ ამ პროგრამის შემთხვევაზე განვიხილოთ ის 3 ძირითადი საკითხი, რომელიც დღეს სამაგისტრო პროგრამის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. […]

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნის მიზნით, მგზავრთა აქტიური ჩართულობის პროექტს იწყებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახალ ინიციატივას ახორციელებს – „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის კიდევ […]

საქართველოს ეროვნული ბანკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობას გააფართოებს

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ვენაში, ევროპის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ESCB) ეგიდით შედგა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ბანკებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით […]

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება – კახა კალაძე

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი – უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. „პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი […]