„ჯივიპის” აქტივების მართვის დირექტორი – წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება – ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძემ აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება. კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება. „დროზე წინასწარ შეუძლებელია […]
ხუხაშვილი ძალოვანებზე – „სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო“

ხუხაშვილი ძალოვანებზე – „სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო“ ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი. – „კონსერვატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით და ერთიანი სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი პრორუსული ძალა პარლამენტში? – ამას საერთო კონიუქტურისთვის დიდი მნიშვნელობა არ […]
აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა გაზის სექტორში წარმატების მაგალითია – ლევან დავითაშვილი

აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა გაზის სექტორში წარმატების მაგალითია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოსთვის გაზმომარაგების კუთხით ოპტიმალური მდგომარეობა აქვს, ქვეყანა იღებს გაზს ყველა მხრიდან საუკეთესო ფასად. „ჩვენ, ჩვენს გადაწყვეტილებებს გაზმომარაგების კუთხით ვიღებთ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ანუ, ქვეყანა იღებს გაზს ყველა მიმართულებით ისე, რომ მივიღოთ ოპტიმალურად იაფ ფასად. ეს, არის […]
ბერბოკი: უკრაინის დახმარებას თუ შევწყვეტთ, შესაძლოა, პუტინის ჯარები პოლონეთთან აღმოჩნდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არ გააგრძელებს, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ბერბოკი გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს ესაუბრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში ომი მალე გავრცელდება ევროკავშირისა და NATO-ს ტერიტორიაზე. ამასთან, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარცხს საბედისწერო შედეგები ექნება როგორც თავისუფალი უკრაინისთვის, […]
ვოლსკი ფიქრობს, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს ხარება-შინჯიკაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის წევრი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომელიც შეეხება შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა (იგივე ხარება) და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებასა და ფიზიკურ ძალადობას. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, აუცილებელია გამოძიების დაწყება. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე რომც იყოს […]
“ჯივიპის გელა”; “სუნიანი ქალაქი”; “კახიმ ჩაიცვა ბოტები უკვე?” – რატომ არ კონტროლდებოდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი?

“ჯივიპის გელა”; “სუნიანი ქალაქი”; “კახიმ ჩაიცვა ბოტები უკვე?” – რატომ არ კონტროლდებოდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი? ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power–ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მესამე პირის მიერ წყალსადენის მილებზე დაყრილმა მიწამ გამოიწვია, თურმე, წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება, მოქალაქეები ეხმაურებიან და კომპანიისგანაც და თბილისის მერიისგანაც პასუხს ითხოვენ, თუ […]
Global Finance-მა “საქართველოს ბანკი” საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა

Global Finance-მა “საქართველოს ბანკი” 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს. მათი ცნობით, Global Finance-ის გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა 22 წელია ყოველწლიურად საუკეთესო კასტოდიან ბანკებს ავლენს მსოფლიოს 7 რეგიონსა და 83 ქვეყანაში. რედაქციამ “საქართველოს ბანკი” 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდოს გამარჯვებულების გამოსავლენად Global Finance-ის რედაქციამ შეაგროვა და […]
EU-ის დირექტორატი: სამინისტროებს სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყოთ

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. DG NEAR-ი წერს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში დაზუსტება. “ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო”, – წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. დირექტორატი 2019-2024 წლებში […]
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ – ირაკლი ჩიქოვანი

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი თავგადასავლის დასაწყისი, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კოჯორში, „ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანაკის მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება და მონაწილეობის […]
კუპრაძე: გახარიასთან არ ვითანამშრომლებთ, მათი განცხადება ცალმხრივ სიყვარულს ჰგავს

ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. წლების განმავლობაში, საზოგადოებას და ლელოს გახარიას მიმართ, წარსულთან დაკავშირებით, კითხვები აქვს. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს. გახარიასთან თანამშრომლობას ლელო არ განიხილავს. მსგავსი რამ არც წარსულში ყოფილა, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება. წინასაარჩევნოდ მათთან თანამშრომლობას არ განვიხილავთ, იმის მიუხედავად, რომ გუნდში რიგი პროფესიონალი […]