ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული, სანქციები კიდევ 1წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ამჟამად მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას. […]

კუპრაძე: გახარიასთან თანამშრომლობას ლელო არ განიხილავს

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავენ. კუპრაძემ ეს ინტერპრესნიუსთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ მსგავს რამეს პარტია არასდროს განიხილავდა. “ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. გახარიას მიმართ, წლების განმავლობაში საზოგადოებას და ლელოს აქვს კითხვები წარსულთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს. გახარიასთან თანამშრომლობას ლელო […]

ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს – თურქეთი ის აღარაა

„საბურთალოს“ ყოფილი მწვრთნელი ომარ თეთრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის გადალახვა შეუძლია. „როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვდა, უკვე მთელმა ქვეყანამ ფეხბურთით ცხოვრება დაიწყო. საქართველო ყოველთვის ფეხბურთით ცხოვრობდა. შესაძლოა, შიდა ჩემპიონატზე გულშემატკივრები ისე აქტიურად არ დადიან ფეხბურთზე, მაგრამ რაც შეეხება ნაკრებს… ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც კი სტადიონი გადავსებული იყო. ამ სიტუაციაში […]

კოშმარული ლუნინი – რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში რუმინეთმა უკრაინა 3:0 დაამარცხა. უკრაინა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რუმინელებმა კი შანსები გამოიყენეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი გოლისას „რეალის“ მეკარეს ანდრეი ლუნინს, რბილად რომ ვთქვათ, უკეთ თამაში მართებდა. 21 ივნისს უკრაინა სლოვაკეთს, ხოლო 22 ივნისს რუმინეთი ბელგიას დაუპირისპირდება. რუმინეთი – უკრაინა 3:0 გოლები: […]

ნეთანიაჰუს “ომის კაბინეტი” დაიშალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ე.წ. ომის კაბინეტი დაშალა. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება. კაბინეტის დაშლის თაობაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც თადარიგის გენერალმა, ბენი გაცმა სამთავრობო გუნდი დატოვა. ნეთანიაჰუს ახლა ღაზაში მიმდინარე ომის თაობაზე კონსულტაციების გაგრძელება მინისტრთა მცირე გუნდთან მუწევს, მათ შორისაა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და […]

Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში

Global Finance-ის გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა 22 წელია ყოველწლიურად საუკეთესო კასტოდიან ბანკებს ავლენს მსოფლიოს 7 რეგიონსა და 83 ქვეყანაში. რედაქციამ საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდოს გამარჯვებულების გამოსავლენად Global Finance-ის რედაქციამ შეაგროვა და გააანალიზა 2023 წლის მონაცემები; შეფასების პერიოდში კი ეყრდნობოდნენ ბაზრის დეტალური კვლევის შედეგებსა და ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშებს. ამასთან, აპლიკანტების […]

ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქებას ერთი სამხედრო ემსხვერპლა, რვა – დაშავდა

საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად ჩეხეთის პოლიგონზე, პრაღიდან 250 კილომეტრში, ქალაქ ლიბავას მახლობლად, ერთი სამხედრო დაიღუპა და რვა დაშავდა, მათგან შვიდი ჯარისკაცია, იტყობინება ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს არ გაუვრცელებია 17 ივნისს პოლიგონზე აფეთქების მიზეზების დეტალები. საცდელი პოლიგონი 1949 წლის შემდეგ გამოიყენება არმიის მიერ. სამინისტრო იტყობინება, რომ დაღუპულის და დაშავებულების ოჯახებს ინფორმაცია მიაწოდეს. ჩეხური რადიოს თანახმად, პოლიგონს […]

სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავს

სომხეთის პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსმენა თემაზე: „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება“ 21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. სომხეთის პარლამენტში აღნიშნული მოსმენის გამართვის ინიციატივა „სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას“ ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს.

ირაკლი ჩიქოვანი – დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი თავგადასავლის დასაწყისი, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ , – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კოჯორში, „ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანაკის მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება და […]

სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავს

სომხეთის პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსმენა თემაზე: „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება“ 21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. სომხეთის პარლამენტში აღნიშნული მოსმენის გამართვის ინიციატივა „სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას“ ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს.