გზების დეპარტამენტი – 18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 […]

„ნარკოტიკი ირანიდან საზამთროს ყუთებით შემოიტანეს“ — დაკავებულია 10 პირი

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. გამოძიების თანახმად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფმა განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი […]

„ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას მთხოვდნენ“ — იმედის ყოფილი ჟურნალისტი

ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხი “იმედი” ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა და მიზეზად ხელმძღვანელისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტების მომზადებაზე მიღებული დავალება დაასახლა. ამის შესახებ ჟურნალისტმა 17 ივნისს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. „ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს! მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი […]

,, სააკაშვილის შეკავების ძალას, მე, ერთი 52 კილოიანი არსება უფრო ვასხივებ, ვიდრე გახარია, ხაზარაძე, ჯაფარიძე და მთელი მათი ამალა ერთად აღებული” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,, სააკაშვილის შეკავების ძალას, მე, ერთი 52 კილოიანი არსება უფრო ვასხივებ, ვიდრე გახარია, ხაზარაძე, ჯაფარიძე და მთელი მათი ამალა ერთად აღებული” – თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მეგობრებო, სააკაშვილის შეკავების ძალას, მე, ერთი 52 კილოიანი არსება უფრო ვასხივებ, ვიდრე გახარია, ხაზარაძე, ჯაფარიძე და მთელი მათი ამალა ერთად აღებული. და ეს […]

ახალი შეზღუდვები და განხილვა კონგრესში – ვაშინგტონი “ოცნების” პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა და ახალი სავიზო პოლიტიკის ფარგლებში დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები – ორი საკანონმდებლო ინიციატივის პარალელურად დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე “ოცნების” წარმომადგენლების პასუხისმგებლობას აყენებს.

პუტინი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩრდილოეთ კორეას მიმდინარე კვირაში, ორდღიანი ვიზიტით, სამშაბათს ეწვევა. ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის იშვიათი საგარეო ვიზიტის შესახებ კრემლმა გაავრცელა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გასული წლის სექტემბერში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, პუტინი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია. პუტინი ბოლოს ფხენიანში 2000 წლის ივლისში ჩავიდა. “18-19 ივნისს, ვლადიმირ პუტინი, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას […]

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი – ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას – სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო” ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება […]

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. რის შემდეგაც საშუალოვადიანი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 2.5%-ზე დარჩა. მსოფლიო მედია წერს, რომ ინვესტორები განაკვეთის დამატებით შემცირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას მოელოდნენ, რადგან ქვეყანა დეფლაციის რისკის წინაშე დგას.

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გიორგი დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს.

საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის პლატფორმა ამოქმედდა

“ბიზნესვაჭრობის პლატფორმა ახალ სტანდარტს ქმნის ბაზარზე, რომელიც ბიზნესის ყიდვა-გაყიდვით, ბიზნესში პარტნიორობით ან ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან აკავშირებს და ბაზარზე ამკვიდრებს ბიზნესვაჭრობის ახალ კულტურას”, – ასე აფასებს BMG-სთან BT.GE-ის(ბითიჯი) პროექტების მენეჯერი სანდრო კვერღელიძე, პროექტს, რომელმაც რამდენიმე თვეა სტარტი აიღო. როგორც ის აღნიშნავს, ბითიჯი თავის გუნდში აერთიანებს ასობით ბიზნეს ბროკერს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში. “BT.Ge-ის […]