ამერიკელი ჯარისკაცი გორდონ ბლეკი არ აღიარებს თავის რუს მეგობარ ქალზე თავდასხმის ბრალდებას

აშშ-ის არმიის უფროსმა სერჟანტმა, გორდონ ბლეკმა, რომელიც გასულ თვეში დააკავეს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, უარყო ბრალდება თავის რუს მეგობარ ქალზე თავდასხმისა და მისი მოკვლით მუქარის შესახებ. სასამართლო პროცესი 17 ივნისს განახლდა. ბლეკმა ჩვენება მისცა სასამართლოზე და განაცხადა, რომ ალექსანდრა ვაშჩუკმა ინციდენტის დღეს დიდი რაოდენობით არაყი დალია და აგრესიულად დაიწყო მოქცევა მის მიმართ – ის […]

უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია – ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში […]

როგორი ამინდი იქნება 21 ივნისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივნისამდე, საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. დასავლეთ […]

სად და რამდენი ხნით აღდგება წყალმომარაგება – GWP-ის გრაფიკი მისამართების მიხედვით

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდიან. კომპანია აღნიშნავს, რომ დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის შემცირება. “ნაცვლად 110 000 აბონენტისა, დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63 351 აბონენტს, რომელთაც კომპანია წყალს რეზერვუარების […]

ლევან სამუშია – ჩვენი კარი თანამშრომლობისთვის ღიაა, მაგრამ ეს არა მექანიკური, არამედ ღირებულებითი ერთობა უნდა იყოს, წარსულის შეფასებაშიც უნდა ვთანხმდებოდეთ და მომავლის ხედვებშიც

“ლელომ” თავის დროზე თქვა, რომ ჩვენი კარი თანამშრომლობისთვის არის ღია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მექანიკური ერთობა, არამედ უნდა იყოს ღირებულებითი ერთობა, წარსულის შეფასებაშიც უნდა ვთანხმდებოდეთ და მომავლის ხედვებშიც, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიერ “პალიტრანიუსთან” გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ მის პარტიასთან ყველაზე […]

ნატოს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) აცხადებს, რომ ის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე, მათი საცავებიდან ამოღებაზე და მზადყოფნის რეჟიმში განთავსებაზე. ალიანსი ამ ნაბიჯს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის საჭიროებით ხსნის. განცხადება მეტი ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე, ბრიტანულ გამოცემა “ტელეგრაფთან” საუბარში, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მისი თქმით, წევრ […]

,, ხვა­ლი­დან უკვე მომ­ხმა­რებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩა­ირ­თვე­ბა რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ნი­მუმ 3-სა­ა­თი­ან და მაქ­სი­მუმ 7-სა­ა­თი­ან წყლის მი­წო­დე­ბას დღის გან­მავ­ლო­ბა­ში” – GWP

,, ხვა­ლი­დან უკვე მომ­ხმა­რებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩა­ირ­თვე­ბა რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ნი­მუმ 3-სა­ა­თი­ან და მაქ­სი­მუმ 7-სა­ა­თი­ან წყლის მი­წო­დე­ბას დღის გან­მავ­ლო­ბა­ში” – GWP GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე პასუხობს კითხვას, როდის აღდგება წყლის მოწოდება: “დრო­ზე წი­ნას­წარ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი. მას შემ­დეგ, რაც და­ი­წყე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, უფრო ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა სუ­რა­თი, რამ­დენ დღეს­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხვა­ლი­დან უკვე და­ი­წყე­ბა. ის […]

მოსკოვის სასამართლომ ნებაყოფლობით ემიგრაციაში მყოფი ორი ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

მოსკოვის სასამართლომ 17 ივნისს გასცა დამოუკიდებელი საგამოძიებო ვებგვერდის iStories-ის ორი ჟურნალისტის – ეკატერინა ფომინასა და მთავარი რედაქტორის, რომან ანინის – დაკავების ორდერი, “რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების” ბრალდებით. ფომინა ტელეარხ “დოჟდის” ჟურნალისტია, ხოლო ანინი “ვაჟნიე ისტორიიას” მთავარი რედაქტორი. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ორი ჟურნალისტი თავის […]

კახეთსა და ქვემო ქართლში ნალექებმა შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერს გარემოს სააგენტო და აღნიშნავს, რომ საფრთხის დონე “საშუალოა”.

Reuters – ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კია ნათესავი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და ერთ-ერთ მოადგილედ ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ, ანა ცივილევა დანიშნა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილის ქალიშვილია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის […]