ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი. […]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კოპენჰაგენის მერს შეხვდნენ

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თათია ნიკოლაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ბარბარა ჯიმელი დანიაში, კოპენჰაგენში, კოპენჰაგენის მერს, მია ნეიგარდს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. თათია ნიკოლაშვილის თქმით, დანიაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვდნენ კოპენჰაგენის მერს, Mia Nyegaard, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა, ასევე, ეწვივნენ სხვადასხვა მუნიციპალურ საკრებულოს, სადაც საერთაშორისო შეხვედრები ჩატარდა და გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის […]

ჰელსინკის კომისია 20 ივნისს ბრიფინგს, სახელწოდებით – „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, გამართავს

20 ივნისს ჰელსინკის კომისია ბრიფინგს, სახელწოდებით „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, გამართავს. „ბრიფინგზე განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იღებს მრავალი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გაკეთდება“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. ბრიფინგზე სპიკერები იქნებიან: ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჟასმინ […]

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს – პროკურატურა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს – პროკურატურა პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: ,,საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,10 პირი დააკავა. საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი […]

აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი – „სომხეთს დემოკრატიული საქართველო სჭირდება“

„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ნამდვილად აქვს გავლენა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უნარზე, გააძლიეროს ურთიერთობები სომხეთთან“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ჯონათან კაცი. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ზოგადად, სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ზრდას. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ სომხეთის მხრიდან დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და რუსეთთან გაყრა […]

პირველი დებატების წინ, ბაიდენის საარჩევნო კამპანიას, ტრამპის წარმომადგენელი აკრიტიკებს

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატების წინ, რომელიც 27 ივნისისთვისაა ჩანიშნული, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია, 50 მილიონი დოლარის ღირებულების სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რესპუბლიკელი მეტოქის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო ვერდიქტებს სამიზნედ გამოიყენებს. ეს გადაწყვეტილება შესამჩნევი ცვლილებაა ტრამპის გამტყუნების მიმართ ბაიდენის თავდაპირველ მიდგომაში, რომელიც ტრამპის იურიდიულ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებდა. 30 წამიანი სარეკლამო რგოლი სათაურით: „რეპუტაცია მნიშვნელოვანია“ ამბობს: „ახლანდელი […]

GWP წყლის მოწოდების გრაფიკს აქვეყნებს

GWP წყლის მოწოდების გრაფიკს აქვეყნებს ჯი-ვი-პი წლის მოწოდების გრაფიკს აქვეყნებს: დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე, შესაბამისად წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა, კერძოდ: 📍 არეალი N1 – ყოველ დღე დილის 07:30 საათიდან 10:30 საათამდე აღდგება წყალმომარაგება შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას I, II, […]

წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და უახლოეს დღეებში დასრულდება – GWP

ჩვენ მიერ მოხდა ადგილზე სიტუაციის შესწავლა და დათვალიერება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სიტუაცია მძიმე იყო და არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება, რომელიც სტანდარტულია ჩვენს შემთხვევაში, მყისიერად მოვახდინეთ სპეციალისტების ადგილზე მივლინება სიტუაციის დამატებითი მოკვლევის მიზნით, პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა, რათა ცალკეულ შემთხვევებში, თუ არ გამოვიდოდა სამუშაოების სწრაფად დასრულება, გვქონოდა ალტერნატიული ვერსია, – […]

“ჯივიპი” აცხადებს, რომ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის და მისამართებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ჯივიპი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის. კომპანია განცხადებაში განმარტავს, რომ წყლის მილის დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის შემცირება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდების ვადები დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე. „სოფელ […]

Reuters – ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კი ნათესავი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და ერთ-ერთ მოადგილედ ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ, ანა ცივილევა დანიშნა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილის ქალიშვილია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის […]