ჰელსინკის კომისია 20 ივნისს ბრიფინგს, სახელწოდებით – „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, გამართავს

20 ივნისს ჰელსინკის კომისია ბრიფინგს, სახელწოდებით „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“, გამართავს.
„ბრიფინგზე განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იღებს მრავალი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გაკეთდება“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ბრიფინგზე სპიკერები იქნებიან: ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჟასმინ დ. კამერონი; კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი და ორგანიზაცია „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.
ბრიფინგი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ