„გაზპრომის“ გაზის მოპოვება კომპანიის 34-წლიან ისტორიაში მინიმუმამდე დაეცა

„გაზპრომი” ევროპის ბაზრის დაკარგვისა და ჩინეთთან მიწოდების ახალი კონტრაქტების მცდელობებში წარმოების შემცირებასა და საბადოებზე ჭაბურღილების გაყინვას განაგრძობს. ინფორმაციას The Moscow Times კომპანიის ანგარიშზე დაყდნობით ავრცელებს. კერძოდ, ორშაბათს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის “გაზპრომ-ჯგუფის” მიერ გაზის წლიურმა მოპოვებამ 359 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით “გაზპრომმა” წარმოების კიდევ 13%, […]
სტოლტენბერგს სურს, ჩინეთმა პასუხი აგოს რუსეთის მხარდაჭერისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რაც ახანგრძლივებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, და მოუწოდა პეკინს, პასუხი აგოს ამ მხარდაჭერის შედეგებისთვის. „არ შეიძლება, პეკინმა ორ მხარეს იაროს. როდისმე – და თუ ჩინეთი არ შეიცვლის კურსს, მოკავშირეებმა ამის საფასური უნდა მოითხოვონ. ამას შედეგი უნდა მოჰყვეს“ – თქვა სტოლტენბერგმა უილსონის ცენტრში, […]
სასტუმროების ფასების ზრდა საერთაშორისო ბიზნეს მოგზაურობას ზიანს აყენებს – HotelHub

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსოფლიოში სასტუმროების საერთაშორისო ჯავშნების რაოდენობა 19%-ით შემცირდა. ეს არის HotelHub-ისექსპერტების დასკვნები 15 მილიონი კორპორატიული სასტუმრო ჯავშნის ანალიზის საფუძველზე. კომპანიამ აღნიშნა, რომ კლება წარმოადგენს “მკვეთრ აღმავლობას” ეტაპობრივი აღდგენიდან, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ბიზნეს მოგზაურობებში დაფიქსირდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს განპირობებულია სასტუმროების ფასების მუდმივი ზრდით და „მუდმივი ინფლაციური […]
სენსაცია – კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]

აი,ასე უნდა ითამაშო თუ გინდა რაღაცას გამორჩე ამ ტურნირზე. პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა სლოვაკეთი და ყოჩაღ.ეგრე რა,ნელნელა ხურდება ტურნირი და კარგი თამაშები წამოვა.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის, ბოჭორიძის, […]
რა მიდგომები აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს ამერიკაში იარაღის კონტროლთან დაკავშირებით

ამერიკის საარჩევნო კამპანიაში, იარაღის კონტროლი ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც ამომრჩევლებსა და კანდიდატებს შორის მწვავე დაპირისპირებას იწვევს. „ამერიკის ხმის“ სიუჟეტიდან შეიტყობთ რა მიდგომები აქვთ ბაიდენსა და ტრამპს იარაღის კონტროლის თემასთან დაკავშირებით.
“რუსული სტილის აგენტების კანონების გავრცელება” – ჰელსინკის კომისიაში სხდომა გაიმართება

ამერიკის კონგრესში, 20 ივნისს, ე.წ. უცხოეთის აგენტების თაობაზე კანონმდებლობის შესახებ იმსჯელებენ. ბრიფინგი “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში გაიმართება, სადაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე და ქვეყანაში დემოკრატიის გამოწვევებზე იმსჯელეს. კომისიის მიერ გავრცელებულ ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ამ ბრიფინგზე განხილული იქნება “როგორ და რატომ იღებს ამდენი ქვეყანა, სამოქალაქო საზოგადოების შესავიწროვებლად, ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს. განსაკუთრებული […]
დამსაქმებლები ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებს ეძებენ – მედეა ტაბატაძე

“ცოდნაზე, პროფესიებზე, სადაც სპეციფიკური ცოდნაა საჭირო, მოთხოვნა არც თუ ისე მაღალია, მათ შორის, ტექნოლოგიურ მიმართულებაზეც. ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებზე გაზრდილია მოთხოვნა. უცნაური პერიოდია. ჩვენ მომსწრეები ვიყავით, რომ მაღალი მოთხოვნები იყო ფინანსისტზე, მარკეტერზე, HR-სა და სხვა მსგავს პროფესიებზე, ახლა უფრო და უფრო იზრდება სერვისის მიმწოდებელ პერსონალზე მოთხოვნა. ვფიქრობ, ეს სეზონურობის დამახასიათებელია”, – აღნიშნა მან. მედია ტაბატაძე დასაქმების […]
კახა კალაძე – ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული იქნება 6 დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამჟამად, სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ხვალ მართლაც ძალიან დიდი დღეა. დღე, რომელსაც ქართველი […]
ნათია მეზვრიშვილი – ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს,“ გვინდა, რომ არ „განაცდეს“, ეს არ არის ერთადერთი კეთილი ზრახვა – თანამშრომლობა საზოგადოებასა და პარლამენტში მრავალპარტიულობას სჭირდება

ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს,“ გვინდა, რომ არ „განაცდეს“ , – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, დროა, ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს და პარლამენტი ისეთი პარტიებით დაკომპლექტდეს, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ იქნება კავშირში, „ლელო“ კი გახარიას პარტიასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას. „საკითხი ძალიან მარტივად დგას – […]