170 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა უხარვეზოდ მიმდინარეობს – მინისტრი

„ამჟამად სისტემაში 170 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა პრაქტიკულად უხარვეზოდ მიმდინარეობს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ სკოლებზე ტენდერის გამოცხადება 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, ანალიზის საფუძველზე ტენდერების წელსვე გამოცხადება იგეგმება. „როდესაც დავინიშნე, მაშინ ვთქვი, რომ ყველა გამოცხადებული ტენდერის მიმართ მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებოდით, რომ ჩვენს კონტრაქტორებს მაქსიმალურად სწრაფად […]

ჯაფარიძე: არჩევნებამდე ოცნების მხარდაჭერა შაგრენის ტყავივით გაილევა

ორპოლუსიანობა არის ის მოცემულობა, რომელიც ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველას ე.წ. ნაცების იარლიყი მიაკრან […] ჩვენი ამოცანაა, რომ ვისაც ერთმანეთთან სინერგიული ღირებულებები გვაქვს, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ – შეიძლება, ერთი, შეიძლება, ორი. ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, ადამიანების შეცდომაში შეყვანა ვერ […]

„ფალსიფიცირებული პროდუქციის გამო ფერმები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, კოტრდებიან“ – „შირაქი“

კომპანია „შირაქის“ დამფუძნებლის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერები გაკოტრების რისკის წინაშე არიან. მიზეზი ფალსიფიცირებული პროდუქციაა, რომლის რაოდენობაც იაფი რძის ფხვნილის გამო ბაზარზე გაზრდილია. სექტორი ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრებას და ერთიანი ბაზის შექმნას სთხოვს. “დარღვევები მზარდია, რადგან სურსათის უვნებლობა ყოველწლიურად ზრდის შესამოწმებელი ობიექტების არეალს. ვთვლი, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან ქვეყანაში […]

ბოკერია: არ ვთმობთ იმას, რაც გვგონია, რომ მნიშვნელოვანია ფასეულობებში

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, კონსულტაციებისთვის და საუბრისთვის მზად არიან ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც არ იქნება ქართულ ოცნებასთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული. TV პირველის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ბოკერიას ჰკითხა პარტია ახალთან და ლელოსთან კონსულტაციების შესაძლებლობაზე, რაზეც ბოკერიამ უპასუხა – “მზად ვართ, რა თქმა უნდა”. ჟურნალისტმა ლეიბორისტულ პარტიაზეც იკითხა, რაზეც ევროპული საქართველოს ლიდერმა აღნიშნა, […]

იაპონიაში საშიში „ხორცისმჭამელი“ ბაქტერია ვრცელდება, რომელიც ადამიანს 48 საათში კლავს

იაპონიაში ვრცელდება იშვიათი, „ხორცისმჭამელი“ ბაქტერია, რომელსაც შეუძლია, ადამიანი დასნებოვნების მომენტიდან 48 საათში მოკლას. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბაქტერიამ ქვეყანაში გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ კოვიდრეგულაციები შეამსუბუქა. ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც ამ დაავადების გავრცელებას 1999 წლიდან აკვირდება, 2 ივნისის მდგომარეობით, წელს, სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომით გარდაცვლილთა რაოდენობამ 977 შეადგინა. ეს კი […]

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 10-ჯერ მეტი დახმარება გამოუყო, ვიდრე სამოქალაქო სექტორს – ევროკომისიის დირექტორატი

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატი საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე ინფორმაციას ავრცელებს. “საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, განმარტება მნიშვნელოვანია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონტექსტში”, – წერია დირექტორატის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა. კერძოდ, 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოს სამთავრობო […]

კახა კალაძე – ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული იქნება ექვსი დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამჟამად, სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ხვალ მართლაც ძალიან დიდი დღეა. დღე, რომელსაც ქართველი […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ნახევარი განადგურდა

რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ნახევარი განადგურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში სულ მცირე „ჰამასის“ 550 მებრძოლი დაიღუპა და დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გრძელდება. თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა სულ მცირე 25 „გრძელი“ გვირაბი აღმოაჩინეს, რომლებიც ეგვიპტის საზღვართან მიდის.

როგორია დონორების წვლილი გადახდისუუნარობის რეფორმაში – ნანა ამისულაშვილის განმარტება

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გადახდისუუნარობის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, რომ არა დონორების დაფინანსება, ასეთ კარგ მექანიზმს ვერ მივიღებდით.

ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი “ლელოა”. ქადაგიძის თქმით, “ლელოს” წარმომადგენლებს, გახარიას მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება აქვთ გაკეთებული, ამის მიუხედავად, გახარია მაინც ცდილობს მათთან თანამშრომლობას, რაც უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. “ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური […]