ჯაფარიძე: ლელოს მთავარი მიზიდულობის ცენტრის შექმნის პრეტენზია აქვს

ჩვენ საკუთარ თავს ლელოს პლატფორმაზე მოვიაზრებთ. ჩვენი საარჩევნო ნომერია 9 და მიზიდულობის ცენტრი სწორედ ამ ნომრის ირგვლივ იქნება. საბოლოო კონფიგურაცია როგორიც იქნება, წინასაარჩევნო პლატფორმის სახელიც ისეთივე იქნება. მაგრამ, ეს იქნება №9-ის ირგვლივ. ვერ გეტყვით, ეს კონფიგურაცია საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. ეს სენსიტიური პროცესია. ჩვენს ზოგიერთ კოლეგასთან კონსულტაციები გვაქვს. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის ამ კონსულტაციების შედეგებს […]
EURO 2024-ის საპრიზო თანხა დამტკიცებულია – რა თანხა შეხვდება გამარჯვებულს?

14 ივნისს გერმანიაში UEFA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და ის 14 ივლისამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, Euro 2024 – ის მონაწილე 24 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიცაა. ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. UEFA – მ საერთო ჯამში 331 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც […]
18 წ. | ტიერ1-ის გუნდებთან სამხრეთ აფრიკაში

“უმცროსი ბორჯღალოსნები” (18-წლამდე) აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად, 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს გარდა სერიაში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის და სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, მეექვსე ნაკრების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა. ჩვენი 18-წლამდელები ვესთერნ ქეიფისკენ გეზს 6 აგვისტოს აიღებენ და 12, 16 და 20 აგვისტოს სამ თამაშს გამართავენ. ჯერჯერობით უცნობია […]
იენს სტოლტენბერგი – ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე

ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან“, – […]
საქართველო-თურქეთის თამაშის ტრანსლაციისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე 6 დიდი ეკრანი მონტაჟდება

თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტადიონზე განთავსდეს ექვსი დიდი მონიტორი, სადაც მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ, თურქეთ-საქართველოს მატჩს პირდაპირ ეთერში უყურონ. ასევე, სტადიონის გარეთ განთავსებული იქნება კვების ობიექტებიც. თბილისის მერმა ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება ხვალინდელ შეხვედრაზე. […]
,,8 წელია ტიპი დედაქალაქის მერია და ახლა აღმოაჩინა რომ GWP ნაცების დროს შემოყვანილი რუსული კომპანიაა“ – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის GWP-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება: ,,8 წელია ტიპი დედაქალაქის მერია და ახლა აღმოაჩინა რომ GWP ნაცების დროს შემოყვანილი რუსული კომპანიაა… 😩 ნაცები მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულსო… ასე თქვა მერმა! ისა და ქოცები ამაყად აგრძელებენ მისალმებას?“
,,მგონი საკმაოდ ბევრნი ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ვერც პოლიტიკოსები მათ შორის” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,მგონი საკმაოდ ბევრნი ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ვერც პოლიტიკოსები მათ შორის. გამოდის რომ წლების განმავლობაში ქალაქის წყალმომარაგების მთავარი მაგისტრალის მონიტორინგი არც კი ხორციელდებოდა. ამას თავად აღიარებენ. წყლის მაგისტრალის, მთელი ქალაქი რომ შეიძლება კატასტროფის წინაშე დააყენოს. ხვდებით ეს რას ნიშნავს – “ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის […]
18-21 ივნისს, ღამის საათებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე […]
მეხორბლე ფერმერებს მოსავლის კარგი მოლოდინები აქვთ – მინისტრის მოადგილე მეხორბლე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი კახეთის მხარეში მეხორბლე ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელის შეწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის […]
ვილი სანიოლი – ფეხბურთელები მზად არიან – უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას

ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა შეკრების დაწყების წინ, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან , – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დორტმუნდში […]