Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8150-ით გაიხსნა

· 1 აშშ დოლარი – 2.8448 ლარი. კურსის ცვლილება – 0.64 თეთრი. · 1 ევრო – 2.9842 ლარი. კურსის ცვლილება – 1.04 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5961 ლარი. კურსის ცვლილება – 3.98 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0814 ლარი. ცვლილება – 0.03 თეთრი; · 100 რუსული რუბლი – 2.7304 ლარი. ცვლილება -1.61 […]

დიმიტრი სამხარაძე – 2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში – თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?

2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები? – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი ლიეტუვის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ევროპაში მაშინ ცხოვრობდა, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო. „2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში, დედა იტალიის […]

237 კომპანია, რომელიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს

237-მდე გაიზარდა იმ ბიზნსეს-კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Freebusiness-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა. კომპანიების სრულ ჩამონათვალს ნახავთ აქ – www.Freebusiness.ge-ზე. „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც […]

მთავრობა: ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს ვერ დააღწიეს თავი

საქართველოს მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ ქართული ოცნების წევრებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხმაურება და ირწმუნება, რომ ეს ქვეყნები უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ “დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი”. “საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ […]

საქართველოს მთავრობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ, სანქცირების გადაწყვეტილებას ეხმიანება

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მთავრობა ამ განცხადებით გამოეხმაურა აღნიშნული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის სანქციების დაწესებას. „როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. […]

მთავრობა „შემხვედრი ზომებით” არ უპასუხებს ლიეტუვა-ესტონეთის „ანტიქართულ გადაწყვეტილებას”

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენელს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს: „საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი […]

მაიკ უოლცი: ორბანს რეგულარული კონტაქტი აქვს რუსებთან და კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გარკვეული შეწყვეტა მთელი მსოფლიოს სურვილი იქნებოდა. ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უოლცმა ასეთი ზოგადი პასუხი გასცა შეკითხვას, ხომ არ შეიცავდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეთავაზება საშობაოდ უკრაინაში ზავის გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის გზავნილსაც. 9 დეკემბერს ორბანი ტრამპს […]

საქართველოს მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებს პასუხობს – განცხადება

მთავრობაში ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ „ქართული ოცნების” ლიდერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებს პასუხობენ. განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა ლიეტუველი […]

ბუნდესბანკმა 2025 წლისთვის გერმანიის მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა

ბუნდესბანკმა მკვეთრად გააუარესა 2025 წლის გერმანიის ეკონომიკის პროგნოზი და აღნიშნა გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია, კერძოდ, სავაჭრო პროტექციონიზმის პოტენციურ ზრდასთან. გერმანიის ცენტრალური ბანკის ახალი პროგნოზით, 2025 წელს ქვეყნის მშპ მხოლოდ 0,2%-ით გაიზრდება. ივნისში 1,1%-იანი ზრდას ვარაუდობდნენ. ბუნდესბანკის პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკა 0,2%-ით შემცირდება 2024 წელს, მაშინ როცა ადრე 0,3%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი. თუ ეს პროგნოზი განხორციელდება, კლება ზედიზედ […]

მთავრობა – ხელისუფლებას აქვს უფლება, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას [სანქციებს] შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია – ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცახდებაშია აღნიშნული, რითაც ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის […]