მთავრობა – ხელისუფლებას აქვს უფლება, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას [სანქციებს] შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია – ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცახდებაშია აღნიშნული, რითაც ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის […]

უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აკრიტიკებს. „პრევენციული დაკავება: ახლა პოლიციას შეუძლია პრევენციულად დააკავოს პირები, იმის ვარაუდით, რომ მათ შეიძლება ჩაიდინონ დანაშაული წინასწარი დარღვევების საფუძველზე. დაკავება სასამართლოში წარდგენისთვის: პოლიციას შეუძლია დააკავოს პირები მხოლოდ სასამართლოში მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად“, – წერს პრეზიდენტი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში […]

16 დეკემბრის აქციების განრიგი

08:00 საათი – სამეზობლოს მსვლელობა მეტრო უნივერსიტეტიდან 12:00 საათი – დაუჭირე მხარი ქართველი ხალხის ნებას! უნგრეთის საელჩოსთან გაფიცვა13:00-14:00 14:00 საათზე – ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველას უფლებაა! ჯანდაცვის სამინისტროსთან 15:00 საათზე – ბებია-ბაბუების მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან პარლამენტისკენ 16:00 საათზე – კინემატოგრაფთა და კინომოყვარულთა მარში მარში – “ევროპული საქართველოსთვის”17:00 17:00 საათზე – ლიტერატურის მარში 18:00 საათზე – […]

აქციის დაშლისას დაშავებული ალექსი თირქია ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა

აქციის დაშლისას დაშავებული 22 წლის, ალექსი თირქია, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა. მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანენ. ინფორმაცია ჯგუფ “დაიტოვეში” ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, მას ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს. თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დრო და რეაბილიტაციაა საჭირო. ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას […]

ABC News-ს დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს

ABC News-ს დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს – მიზეზი ცილისწამების სარჩელის წაგებაა. შესაბამისი გადაწყვეტილება ფლორიდის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქველმოქმედო შენატანის სახით ფულს საპრეზიდენტო ფონდსა და მუზეუმს გადაურიცხავს, ასევე აანაზღაურებს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების იურიდიულ ხარჯებს. ტრამპმა ტელეარხის წამყვანის, ჯორჯ სტეფანო პულოსის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. წამყვანმა ტელეკომპანიის ეთერში […]

„დიღომი ჰესი“ მომავალ წელს აშენდება – რა კავშირი აქვს მშენებლობასთან ტარიელ გიორგაძეს და რუსეთის მოქალაქეებს?

თბილისში ახალი ჰესი აშენდება. საბურთალოსა და გლდანის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიაზე 11,26 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური – „დიღომი ჰესის“ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2024-2034 წლების საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში წერია, ახალი ჰესი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2025 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. შპს „დიღომი ჰესის“ სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, […]

ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა

შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. ნავთობმზიდებზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ერთ-ერთი ვერსიით, ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი ტანკერი, რომელიც შუაზეა გატეხილი და იძირება. ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაღუპულია ეკიპაჟის, სულ მცირე, ერთი წევრი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი – „ვოლოგონეფტ 212“, მეორე კი […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო […]

ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა…” “ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” – ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ ვახტანგ ძაბირაძე – “ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა“ * * * სანდრო თვალჭრელიძე – “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა…” “ქართული ოცნების” წიაღში არსებული ყველაზე […]