საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა – საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი. საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმმა გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად გუშინ პრეს კონფერენცია გამართა […]
საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი და რეკორდსმენი ნიკა ჭიჭიაშვილი წარმატების ასპარეზობს

2024 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე წარმატების ასპარეზობს საქართველოს ნაკრების წევრი და რეკორდსმენი ნიკა ჭიჭიაშვილი. მან 50მეტრ ბატერფლაით სტილით ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 24.77. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნიკა განაგრძობს ასპარეზობას 100 და 200მეტრ ამავე სტილით ცურვაში, სადაც შეეცდება მისივე დამყარებული საქართველოს რეკორდების გაუმჯობესებას და მისთვის სარეკორდო ფინას ქულების აღებას.
„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი“ – თბილისის მერის მოადგილე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის 63 ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც მან განმარტა, აღდგენით სამუშაოებს მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, წყლის მიწოდება რეზერვუარების საშუალებით მოხდება. „მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს […]
საგამოძიებო: თანხის სანაცვლოდ პატიმრის ვადაზე ადრე გამოშვებას შეჰპირდა, დავაკავეთ ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. “გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ “უდო”-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა […]
POG: 150 000 USD-ს თაღლითურად დაეუფლნენ – ბრალდებულებს შორისაა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

პროკურატურის ინფორმაციით, კიბერ თაღლითობისა და 150 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. “გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი […]
უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია

უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ შემაჯამებელი კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამიტის მასპინძელი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, 17 ივნისს განახლებულ სიაზე დაყრდნობით წერს, რომ მასში აღარ არის რუანდა. ერთი დღით ადრე, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელმოწერები ერაყმა და იორდანიამ გაიწვიეს, რუანდა სიაში იყო. ამასთან, ხელმომწერთა სიას 17 ივნისს დაემატა […]
თბილისის მერის მოადგილე – დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი – 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და მაქსიმუმ 1 კვირა დასჭირდება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის 63 ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც მან განმარტა, აღდგენით სამუშაოებს მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, წყლის მიწოდება რეზერვუარების საშუალებით მოხდება. „მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს […]
ღვინის ეროვნული სააგენტო – იაპონიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს. „ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნესკო იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებაა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დღეს დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებს შეხვდა და პროექტი გააცნო. „კულტურულ და ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სუვენირებში გამოსაყენებელი ძირითადი სიმბოლიკის იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ, ხარისხიანი თანამედროვე ვიზუალის მქონე სასუვენირე და […]
მედია – სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს

სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სეულის გაერთიანებული შტაბის მეთაურებზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამუშაოების წარმოების დროს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ნაღმის აფეთქების შედეგად დანაკარგები განიცადეს“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, 30-მდე ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრომ, რომლებიც […]