ქუთაისში, „გუბერნსკის ციხეს”, სადაც სასჯელს სტალინიც იხდიდა, ანგრევენ და მის ადგილას საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს აშენებენ

ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის” შენობას დაანგრევენ და მის ადგილას საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება კომერციული ფართებით, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე „გუბერნსკის ციხის” სახელით ცნობილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ […]

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. […]

კახა კალაძე – მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილ […]

იენს სტოლტენბერგი – ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან. „ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ […]

ბაზისბანკთან თანამშრომლობით CSRDG საგრანტო კონკურსს აცხადებს

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით. CSRDG, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ […]

ირაკლი კობახიძე – დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. „დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე […]

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის დღე – საქართველო VS თურქეთი

მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება – დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე. უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ – ვილი […]

ვლადიმერ პუტინი 18 და 19 ივნისს ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18 და 19 ივნისს “მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით” ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიწვევით შედგება. პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ფხენიანში მოგზაურობის პროგრამა “ძალიან დატვირთული” იქნება. როგორც უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებების დროს განიხილება ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მგრძნობიარე საკითხები. რუსეთის დელეგაციაში […]

150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, პატიმრობა შეეფარდა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ისინი 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ. “წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, […]

მეწყრული ფერდობის დატერასების შემდეგ ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი – GWP ვადებს ვერ ასახელებს

კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 16 ივნისს დაზიანდა წყასადენი რომელიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას ამარაგებს. კომპანია ამბობს, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. კომპანია ისევ ვერ […]