ბენდელიანი: შევხვდით GWP-ის წარმომადგენლებს, დაზიანების აღმოფხვრას 1 კვირამდე დასჭირდება

დედაქალაქის მერაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანე ამბობს, რომ თბილისში წყალმომარაგების სრულად აღდგენას ერთ კვირამდე დასჭირდება. “საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების […]
ჩრდ. კორეის სამხედროებმა საზღვარი დაარღვიეს, რასაც სამხრეთის გამაფრთხილებელი ცეცხლი მოჰყვა

სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა სახმელეთო საზღვარი დროებით გადაკვეთეს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის თქმით, მათი არმია ჩრდილოეთ კორეის მიერ საზღვრის მიმდებარედ სამშენებლო აქტივობას აკვირდებოდა, რისი მიზანიც, სამხრეთ კორეის აზრით, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების აღმართვა, გზების გამაგრება და ნაღმების განთავსებაა. მისი თქმით, აღნიშნული […]
წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ აბონენტებისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი

წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ აბონენტებისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ მოსახლეობისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები პრობლემის მოსაგვარებლად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. […]
„ჯივიპი“ – სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის

„ჯივიპის“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. „სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება

ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი ხმარდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ დეზინფორმაციას და ტყუილს ავრცელებს მაშინ, როდესაც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი, ათჯერ უფრო მეტი, […]
თინა ბოკუჩავა – დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და მინდა ქუთაისიდან გამარჯვება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს

მინდა ქუთაისიდან გამარჯვება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის. „უპირველეს ყოვლისა, დღეს ქუთაისიდან გამარჯვება მინდა ვუსურვო საქართველოს ნაკრებს. დღეს ნამდვილად ისტორიული დღე საქართველოსთვის, ასე რომ გამარჯვება საქართველოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
თენგიზ ნასარიძე გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. […]
ანა ბაიაძე ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას

ანა ბაიაძე University of Oxford-ში სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით განაგრძობს სწავლას.ამის შესახებ ინფორმაციას ანა თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში. „მეგობრებო, უზომოდ ბედნიერი ვარ და თქვენც გიზიარებთ: მარტში University of Oxford-დან მივიღე ჩარიცხვის წერილი MSc in Law and Finance პროგრამაზე. დღეს უკვე მომივიდა Weidenfeld-Hoffmann Trust-ისა და თავად ოქსფორდის ერთობლივი, სრული დაფინანსება და […]
„მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება წყალმომარაგების აღდგენას“ — მერია

წყალმომარაგების აღდგენას თბილისში შესაძლოა ერთ კვირამდე დრო დასჭირდეს. ამის შესახებ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან კახა კალაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრის შემდეგ თქვა. მერიის ინფორმაციით, აღდგენით სამუშაოები მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება, მანამდე წყალი 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება. „შესაბამისი საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის […]
ბაზისბანკთან თანამშრომლობით CSRDG საგრანტო კონკურსს აცხადებს

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით. CSRDG, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ […]