მესამე ქვეყანამ გაიწვია ხელმოწერა მშვიდობის სამიტის კომუნიკედან

ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა. ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო. 15-16 ივნისს, შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ, 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც […]

63 ათასზე მეტ ოჯახს წყლის მიწოდება ერთი კვირის ვადაში აღუდგება – ამბობს თბილისის ვიცე-მერი

დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ თბილისში 63 ათასზე მეტ ოჯახს წყლის სრულყოფილად მიწოდება ერთ კვირაში აღუდგება. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს მიაწოდა თბილისის წყალმომარაგების კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. „ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს… მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს“, – […]

ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ – „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“

ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო – „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ. ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი […]

„ჯივიპი“ – მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. „ადგილზე 24-საათიან უწყვეტი რეჟიმით მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური […]

GCCA-მ საქართველოში განსაზღვრული სახეობის არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და ანტიდემპინგური შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში და ირანში წარმოშობილი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ეხება, რომელიც შესაძლოა საქართველოს ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო […]

ლიეტუვის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა

ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში, რათა დავადასტურო ლიეტუვის სეიმის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიმართ“, – წერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი სოციალურ ქსელ X-ში. ლიეტუვის პარლამენტის სპიკერს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი, ელენა კონდრატიუკი დახვდა. „ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის […]

თინა ბოკუჩავა – ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას – მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის

ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას – მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის საერთო სიასა და გიორგი გახარიას პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ლელო“ მათ პარტიასთან […]

ვატო სურგულაძის განცხადებით, ონკოპაციენტების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება

პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე 3 თვეა თანამდებობას იკავებს და ონკოპაციენტების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. მისივე თქმით, ქვეყანაში ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია. „ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არც კომპეტენტური ყოფილა და არც კომუნიკაცია შესძლებია. პრემიერ-მინისტრის პირველი დავალება ახალი ჯანდაცვის მინისტრს მიმართ იყო ის, რომ ონკოპაციენტების პრობლემები მოეგვარებინა. […]

ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა

ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა „ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა“- ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მონაწილეებმა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაკრონისა და შოლცის წინადადებებმა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩეულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვერ […]

თბილისის მერმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების […]