„სექტორი მყარად მუშაობს“ – გაძვირდება თუ არა პური?

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ სექტორში სტაბილური მდგომარეობაა და პურის ფასი არ შეცვლილა. მალხაზ დოლიძემ არსებულ ტენდენციებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე სამინისტროსთანაც იყო შეხვედრა და მხარეები ფასის შენარჩუნებაზე მუშაობენ. „ბოლო რამდენიმე წელია 3-თვიანი მარაგები არსებობს, ეს მარაგები გარდამავალია, ივსება, ამიტომ ამ მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, ცხობის სექტორი მუშაობს, ფასები ჯერჯერობით სტაბილურია. […]
„სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის“ – „ჯივიპი“

„ჯივიპის“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. „სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო […]
„საგურამოში მაგისტრალის დაზიანების აღმოფხვრას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება“ – თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერიაში სოფელ წიწამურთან მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან და აქტივების მართვის დირექტორ გიგა ნადირაძესთან შეხვედრა გაიმართა. მერიის ცნობით, მათ კახი კალაძე და მისი მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი შეხვდნენ. GWP-ის წარმომადგენლებმა მერს ინფორმაცია მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე. […]
ბათუმმა ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა

ბათუმმა ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა – ამის შესახებ ინფორმაციას European Best Destinations ავრცელებს. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად ევროპის ყველაზე საინტერესო მიმართულებებს ადგენს. ბათუმს საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების 10-ეულში მხოლოდ ჟენევა და მონაკო უსწრებს. რომელია ევროპის საუკეთესო ქალაქები ინვესტიციებისთვის? აქ არის საუკეთესო გზამკვლევი ევროპაში ინვესტირებისთვის საუკეთესო მიმართულებების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ისეთ […]
“იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ” – ხვალ, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან გაიმართება აქცია – “იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ!”. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა “იპოდრომი — უბეტონო მხარე”. ორგანიზატორები წერენ, რომ თბილისის საკრებულომ უჩუმრად და მოქალაქეთა ინტერესების სრული უგულებელყოფით იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ამით თბილისში შემორჩენილი ერთადერთი გამწვანებული სივრცის დაბეტონებას საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი. “ეს მშენებლობა საბოლოოდ […]
ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს

გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო. ადგილზე სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ამორებულია კამერების ჩანაწერები. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
„ჯივიპი“ – სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის

„ჯივიპის“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. „სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო […]
კონკურენციის სააგენტომ ირანიდან და რუსეთიდან არმატურის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადება დასაშვებად ცნო და ანტიდემპინგური შესწავლის დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – საქართველოში რუსეთის ფედერაციაში და ირანში წარმოშობილი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებდეს.
იაპონიაში ქართული ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის 9 კომპანია მონაწილეობდა

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს – ამის შესახებ “ღვინის ეროვნული სააგენტო” იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, იაპონური ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობაა აღნიშნული. მათი თქმით, ქართული ღვინო იაპონიაში მასშტაბურად პირველად 2014 წელს გამოჩნდა. “იაპონია ქართული ღვინის […]
სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღებით, დრო ჩვენს სასარგებლოდ იქნება

უკრაინის ჯარის მთავარსარდალი პოლკოვნიკ-გენერალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა პარტნიორებისგან F-16 მარკის საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, დრო მათ სასარგებლოდ იმუშავებს. სირსკის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია, რომ უკრაინა პარტნიორებისგან დიდი რაოდენობით შეიარაღების მიღებას ელოდება და მათი გამარჯვების შანსები შემცირდება: „მტრისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღების ეტაპობრივი მიღებით და F-16-ების ჩამოსვლით, რომელიც […]