თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარა-სპორტსმენებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პარა-სპორტსმენებს 24 საათის განმავლობაში 88 კილომეტრი მანძილი ჰქონდათ დასაძლევი. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, […]

დღის ბოლომდე გვექნება ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები წიწამურთან – GWP

GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები მაგისტრალური მილსადენის სრულად აღსადგენად. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმილთან შედარებით, 12 საათით ადრე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. “სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება […]

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის […]

იაგო ხვიჩია – ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ ტარება პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა

ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა, – ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ასეთი ტიპის დისკუსიები ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად მათ ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი […]

“რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი, ყველაფერი მოსალოდნელია” – კახა კალაძე დღევანდელ თამაშზე

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა“ განაცხადა კახა კალაძემ და ნაკრებს დღევანდელ მატჩში წარმატება უსურვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა საბერძნეთთან მატჩის წინ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. […]

თინა ბოკუჩავა – კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია – რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ნულის ტოლფასია

კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ არის ნულის ტოლფასი, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების შეკითხვას ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მმართველი პარტიის პირობებში ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა წარმოუდგენელია. „ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების […]

გვანცა აფხაიძე – საქართველოში ვერც ერთი ონკოლოგიური პაციენტი სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას სახელმწიფოსგან ვერ იღებს

ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები გამოსწორებადია, ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობის კეთილი ნება, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდეს. მისივე შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრები „ფუჭი დროის კარგვა აღმოჩნდა, რადგან მინისტრი ერთეულ ადამიანებს დაეხმარა, მხოლოდ ერთჯერადად და არც ერთი არსებული პრობლემა სისტემურად არ გამოასწორა“. „მთავარი და უპირველესი პრობლემაა, […]

გიორგი ვაშაძე – მინდა მივულოცო ყველა ქართველ ფეხბურთელს – მათთან ერთად ჩვენც ძალიან მალე შევაბიჯებთ ევროკავშირში!

მინდა მივულოცო ყველა ქართველ ფეხბურთელს – მათთან ერთად ჩვენც ძალიან მალე შევაბიჯებთ ევროკავშირში! – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და თურქეთის ნაკრებს შორის დაგეგმილ თამაშს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, “ძალა ერთობაშია! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”. „გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება საქართველოს! დღეს ყველა ვგულშემატკივრობთ საამაყო ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც უკვე […]

GCCA-მ საქართველოში განსაზღვრული სახეობის არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და ანტიდემპინგური შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში და ირანში წარმოშობილი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ეხება, რომელიც შესაძლოა საქართველოს ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8624 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8624 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8648 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8689 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0723 ლარია.