ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა

ცაგერში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ დაბას, არ მიეწოდება ელექტროენერგია ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან […]

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი

EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ქვეყნის ყველა ქალაქსა და დაბა ბაკურიანში განხორციელდება. რეგიონებში განსაკუთრებული მზადებაა ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის. 18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, […]

„ღმერთმა ქნას ვცდებოდე…“ – გეოლოგი თეა გოდოლაძე

რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე – გეოლოგი თეა გოდოლაძე წერს, რომ იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. მისივე განცხადებით, 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა. „ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა […]

VIDEO: „აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საქართველო გაიმარჯვებს!“ – კობახიძის ვიდეომიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. მან ნაკრებს წარმატება უსურვა და გამამხნევებელი კომენტარიც გააკეთა: „დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება. დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3 თვის […]

რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება – Galt&Taggart-ის განმარტება

2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 64.4%-ით შემცირდა და 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია განმარტებული, აღნიშნული შემცირება განაპირობა სააქციო კაპიტალის შემცირებამ (-46.6% წ/წ), რაც გასული წლის მაღალი ბაზით იხსნება (2023 წლის I კვარტალში განხორციელდა Indorama-ს მიერ რუსთავის აზოტის შესყიდვა) და რეინვესტიციის კომპონენტის წლიურად 17.3%-იანმა კლებამ. ამასთან, მიმოხილვის […]

იაპონიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს. „ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნესკო იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო […]

ახალი თაობის სახლები Unix Vision-ისგან: NEXT-GEN Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო

გაეცანით Unix Vison-ის ახალითაობის სახლების პროექტ NEXT-GEN-ს, რომელიც განლაგებულია ლისის ტბასთან, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და მწვანე სივრცეში. Unix Vision-ის დაკვეთით პროექტი ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძეს, კონსტრუქტორი ალექსანდრე კორტავას და ინჟინერ-მშენებელი ბექა ხარტიშვილის დაგეგმარებულია, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს და გამორჩეულ არქიტექტურულ მიმზიდველობას. კომპანია, NEXT-GEN-ის პირველ მაცხოვრებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გახდნენ ახალი თაობის სახლების პირველი […]

AJet თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს

თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის მიმართულებით დაამატებს კვირაში 7 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, AJet-ს […]

დღის ბოლომდე გვექნება ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები წიწამურთან – GWP

GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები მაგისტრალური მილსადენის სრულად აღსადგენად. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმილთან შედარებით, 12 საათით ადრე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. “სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება […]

ჩინეთმა ომში რუსეთის დახმარებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დახმარებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს, თუ ჩინეთი ამგვარ პოლიტიკას არ შეცვლის. სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი ცდილობს ორმაგი თამაში ითამაშოს და ომში რუსეთის დახმარების პარალელურად ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. ჟურნალისტის კითხვას ჩინეთთან პოლიტიკის ცვლილების შესახებ სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ კვლავ მიმდინარეობს საუბრები შესაძლო სანქციების შესახებ. […]