დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით – პრემიერი

დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. „დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე […]

„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Top Gear-ის რადარზე

„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ. საერთაშორისო მედია ქართული კომპანიის განვლილ 30-წლიან ისტორიაზე წერს, რომელიც სათადარიგო ნაწილების მაღაზიით დაიწყო და მულტიფუნქციურ საავტომობილო ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სტატიაში ნათქვამია, რომ „თეგეტა“ ქმნის ისეთ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომელსაც იშვიათად შეხვდებით არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, […]

POLITICO: ევროკავშირში ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები. საკითხი 17 ივნისს ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის. POLITICO 17 ივნისს გამართული მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების იმედი მას […]

,, სანქციების სიაში რატომ არ ვლობირებთ მედიის მთავარ ჯალათს?” – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,გილოცავთ. კახა ბექაურის დეკლარაციის მიხედვით წლიური შემოსავალი მისი ბიზნესიდან 18 მილიონ ლარამდე გაზრდილა. ასეა, როცა ბიზნესის ნიჭი გაქვს, სადმე აუცილებლად ამოხეთქავს. ეს ვირთხა რატომ მივივიწყეთ? სანქციების სიაში რატომ არ ვლობირებთ მედიის მთავარ ჯალათს?”

რა კავშირშია ერთმანეთთან ტექნოლოგიები და უსაფრთხოება? – 21-ე საუკუნის გამოწვევები

21-ე საუკუნე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქადაა აღიარებული. სმარტფონებიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტით დასრულებული, ტექნოლოგიები ფუნდამენტურად ცვლის ცხოვრებისა და საქმიანობის სტილს. თუმცა განვითარებასა და ხელშეწყობასთან ერთად ტექნოლოგიები წარმოქმნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკმაოდ დიდ გამოწვევას. ეს კომპლექსური საკითხია, რადგან ტექნოლოგიებს შეუძლია შემოგვთავაზოს უსაფრთხოების საკმაოდ დახვეწილი ინსტრუმენტები და ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის. დღეს ტექნოლოგიები წარმოადგენს ძლიერ ძალას უსაფრთხოების […]

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი – ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.

„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Top Gear-ის რადარზე

„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ. საერთაშორისო მედია ქართული კომპანიის განვლილ 30-წლიან ისტორიაზე წერს, რომელიც სათადარიგო ნაწილების მაღაზიით დაიწყო და მულტიფუნქციურ საავტომობილო ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სტატიაში ნათქვამია, რომ „თეგეტა“ ქმნის ისეთ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომელსაც იშვიათად შეხვდებით არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, […]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება

ბათუმში ორდღიანი “ზაფხულის ფესტივალით” ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები “მგზავრები”, “სალიო”, “კახაბერი და ხანუმები”, “ურსა”, “სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ. „ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი […]

ცესკოსა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საინფორმაციო-სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო. პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადამზადება და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდაჭერაა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. […]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ

საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ამ განცხადებებზე „სოხუმისა და […]