რა გრაფიკით იმოძრავებს ავტობუსების ნაწილი თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში – მერია

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
სემეკი: წყლის პრობლემის აღმოფხვრამდე, ელ. ენერგიისა და გაზის გეგმური სამუშაოები შეჩერდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ინფორმაციით, თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია. “გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ. გეგმური სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ” – წერია სემეკის გავრცელებულ განცხადებაში. GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული […]
20 ივნისს პარლამენტში ანტი-ლგბტ კანონის საკომიტეტო მოსმენები დაიწყება

20 ივნისს საქართველოს პარლამენტი ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებს იწყებს. 09:00 საათზე განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება, 10:00 საათზე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული […]
92 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ანუკ ემე გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ანუკ ემე გარდაიცვალა. ემეს გარდაცვალება მისმა ქალიშვილმა, მანუელა პაპატაკისმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაადასტურა. ანუკ ემემ კარიერა კინოს სამყაროში 40-იან წლებში დაიწყო. ის 1960-იან წლებში საკულტო მსახიობად იქცა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფედერიკო ფელინის “8 1/2-ში”, ჟაკ დემის “ლოლაში” და კლოდ ლელუშის “ქალი და მამაკაცში”. “ქალი და მამაკაცში” შესრულებული როლისთვის ანუკ […]
„2023 წელს პროსამთავრობო ტელევიზიებმა ჯამში კრიტიკულ მაუწყებლებზე 3-ჯერ მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს“ – TI

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 18.8%-ით (15.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 95 მლნ ლარი გახდა. თუმცა, სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა. ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლების დინამიკა: 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18.6%-ით (13.7 მლნ ლარით) გაიზარდა უშუალოდ ტელევიზიების მიერ კომერციული რეკლამიდან […]
ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის – „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა. ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს. როგორც ლომჟას […]
ნიკა მელია – საზოგადოების დაკვეთა არ არის ერთიანი სია – ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში

საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ არის ერთიანი პარტიული სია. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განუცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ პრაგმატულ სვლას, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას და ხელისუფლების ცვლილებას, პარტიაში გაითვალისწინებენ. “როცა […]
გია ვოლსკი – უკვე ოფიციალურად თაღლითებად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა

უკვე ოფიციალურად თაღლითებად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“. მისი თქმით, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობლივი ფრაქციები შექმნეს და მმართველობის სადავეები აიღეს ხელში, „უშველებელი ზიანი მიაყენეს […]
ეროვნული ბანკი – წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით. მათ შორის, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია. „აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე, კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, […]