მოსალოდნელი ქარიშხლის გამო დორტმუნდში ყველა ფანზონა დაიხურა

საქართველო-თურქეთის დაპირისპირებისას, დორტმუნდის ცენტრსა და საქალაქო პარკში, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ზონები დაიხურება. მიზეზი, ძლიერი ქარის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული გაფრთხილებაა. გაფრთხილების გამო, ასევე დღეს დახურულია საჯარო გულშემატკივართა ზონები კიოლნში, დუსელდორფსა და გელზენკირხენში. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოუწოდებს გულშემატკივრებს, რომლებსაც სტადიონის ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩნენ. თურქეთი და საქართველო F ჯგუფის პირველ შეხვედრას 20:00 საათზე გამართავენ. […]

„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს. 2024 წლის 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “საქართველოს ბიზნეს ოსკარი”. „განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქმის მასალებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით დადგენილებები გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, 2023 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ […]

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – დასავლეთ სანაპიროზე სიტუაცია მკვეთრად უარესდება

დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, სიტუაცია მკვეთრად უარესდება, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურკმა განაცხადა. მისივე თქმით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 528 პალესტინელი, მათ შორის 133 ბავშვი დაიღუპა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო […]

ლილე ლიპარტელიანი – ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები, შედეგად მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნებართვა მისცა და GWP- ის გაასხვისებინა წყლის რეზერვუარები, შედეგად თბილისისა და მცხეთის მოსახლეობა, წყლის ავარიული გამორთვის დროს, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა უბნებში წყლის რეზერვუარები გასხვისებულია, რომელიც სხვადასხვა დროს გაიყიდა და ერთ შემთხვევაში რეზერვუარების ადგილას სამშენებლო ნებართვაა […]

CIU-ში კრიმინალისტიკის ლაბორატორია გაიხსნა

17 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია გაიხსნა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ლაბორატორია გახსნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ჭედიამ. „ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან შემთხვევის ადგილის […]

თურქეთი-საქართველოს მატჩის პერიოდში ავტობუსები განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებენ – თბილისის მერია

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: […]

იმერეთის პოპულარიზაციისთვის შექმნილ აპლიკაციას „გეიარ-გამეიარეს” აღარ დაარქმევენ – შპს „რეროდევმა” აპლიკაციების შექმნისთვის 100 850 ლარი მიიღო

ქუთაისში, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაკვეთით, ტურისტებისთვის შექმნილ აპლიკაციას „გეიარ გამეიარე” აღარ დაერქმევა. სახელწოდებას ქუთაისში გიდების ნაწილის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი კრიტიკის შემდეგ აპლიკაციის სახელის შეცვლა გადაწყვიტა და მას „ქალაქი მუზეუმი” დაერქმევა. იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აპლიკაციის შექმნისთვის ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში […]

ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ომში მხარდაჭერისთვის აქებს

რუსეთი “მაღალ შეფასებას აძლევს” ჩრდილოეთ კორეის “მტკიცე მხარდაჭერას რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს”, – წერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის გამოცემა “ნოდონ სინმუმში”, ფხენიანში მისი ვიზიტის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში. რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ორი წლის წინ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომს, რომელსაც უკრაინის ბევრი ქალაქისა და სოფლის ნგრევა და ათასობით სამხედრო და […]

„ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!” – გონჩარენკო

რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად გაასამართლა და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა: „სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი – საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება. ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!” – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.