Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს

Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona მაჯის საათი შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს, – ამის შესახებ ინფორმაციას Oracle Of Time ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ Designa Individual-მა წითელი კვარცის ბოჭკოებისგან დაამზადა 41 მმ დიამეტრის Daytona-ს კორპუსი. კვარცის ბოჭკოვანი არის მასალა, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება მაღალი კლასის სპორტულ საათებში, ნახშირბადის ბოჭკოსთან მსგავსების გამო […]
ემანუელ მაკრონი – ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. „დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. ამომრჩეველთა „ჩუმი უმრავლესობა“ პოლიტიკური ექსტრემისტების „არეულობას“ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, […]
ვასო ურუშაძე – დიდი პროექტის იდეა „ლაზიკა“ კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია, დიდი პროექტის იდეა „ლაზიკა“ კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მას აუცილებლად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს რასაც „საზოგადოების ნდობისგან გაკოტრებული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის“. „ჩვენ 2012 წლიდან […]
აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგი უტარდებათ

სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქობულეთის შემდეგ, პრაქტიკულ-თეორიული სწავლება ბათუმში მიმდინარეობს. „ტრენინგის მონაწილეები პროფესიონალი ღვინის მცოდნეებისგან ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის (დაჭაშნიკების) წესებს, ღვინის ისტორიასა და ღვინის როლს ტურიზმში ეცნობიან. […]
თიბისის პარტნიორი აკუსტიკური სერვისების მიმწოდებელი კომპანია Akustiko საკუთარ წარმოებას იწყებს

კომპანია Akustiko უკვე ათი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საქმიანობს. აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია 2014 წელს დაარსდა – იმ დროს, როცა ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ბიზნესი არ არსებობდა. Akustiko-ს დამფუძნებლისა და დირექტორის, ავთანდილ კრავეიშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში, პოტენციური ბიზნეს რისკების გათვალისწინებით სრულიად უცხო ბიზნესის წამოწყება ჭარბი ადრენალინის წყარო იყო და ერთგვარ შემოქმედებით იმპულსსაც შეიცავდა. სწორედ ამან […]
„კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ და ილიაუნიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

კომპანია „კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე აწერენ. მემორანდუმი მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას კომპანია Coca-Cola-ს განათლებისადმი ერთგულებას სხვადასხვა ინიციატივებითა და პარტნიორობით, აქტიურ მონაწილეობას სტუდენტების სპორტული ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და სტიმულირებაში. კომპანია Coca-Cola-ს, სასმელების […]
AFP: ჰაჯის დროს სულ მცირე 550 მომლოცველი დაიღუპა

წელს ჰაჯის დროს საუდის არაბეთში სიცხისგან სულ მცირე 550 მომლოცველი დაიღუპა. ამის შესახებ AFP არაბ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 323 ეგვიპტელია. უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები გახდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებით, ორშაბათს, მექის დიდ მეჩეთში ტემპერატურამ 51,8 გრადუსს მიაღწია. ჰაჯი ისლამის ერთ-ერთი მთავარი რიტუალია. ბევრი მუსლიმი მიიჩნევს, რომ ის […]
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის […]
„საქსტატი“ – იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 2 274.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.2%-ით ნაკლებია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.2%-ით ნაკლებია. სტატისტიკის თანახმადვე, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს – აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8%-ით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2024 წლის იანვარ-მაისში […]
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ორკვირიან კურსს გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები, დავით ჩიტაძე და მარიამ პატაშური ზარლაანდის (გერმანია) ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაივლიან ორკვირიან კურსს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა, კონკურსის წესით შეარჩია. […]