„საქსტატი“ – იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 432.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით ნაკლებია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7 პროცენტით). „საქართველოს უარყოფითმა […]
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. „2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან […]
რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ – კიმ ჩენ ინი

რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ახლა მსოფლიოში ვითარება რთულდება და სწრაფად იცვლება. ამ ვითარებაში ჩვენ რუსეთთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის პოლიტიკას […]
ქვეშეთი-კობის ახალი გზა თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილების დროს 30 წუთით შეამცირებს – პროექტი 2024-2025 წლებში დასრულდება (ფოტოები)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ხუთი ხიდი, ხუთი გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს. ამ დროისათვის პროექტის მეორე მონაკვეთზე ოთხი გვირაბიდან უკვე გაჭრილია ყველაზე გრძელი – 1.5 კმ სიგრძის გვირაბი. გაჭრილია […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი 20-22 ივნისს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 22-ში კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით […]
„ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში“ – რომან გოცირიძე

„ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით – მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გოცირიძის განმარტებით, ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. მისი თქმით, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს. „ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის […]
5 რამ, რაც საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე, Touch.Point -ზე გავიგეთ

ითამაშე ჯუნგლებში და არა ზოოპარკში — სწორედ ამ გზავნილით დაგვამახსოვრა თავი Touch.Point-ზე, ყველაზე დიდ მარტექ ფესტივალზე, გაბრიელა ტეხეირამ, DAVID Agency-ის სტრატეგიულმა დირექტორმა. მისი გამოსვლები როგორც მთავარ სცენაზე, ისე პანელურ დისკუსიაზე, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იდეების შეუზღუდავად გამოხატვასა და შეუჩერებლობას ეხებოდა – ეს იყო ღონისძიების იდეაც. თუმცა, გაბრიელა არ ყოფილა ერთადერთი სპიკერი, რომელმაც აუდიტორია გამორჩეული სიტყვებითა თუ […]
“თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები” – რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები “ჯვაროსნებზე”?

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და ვილი სანიოლის გუნდმა არამხოლოდ ქართველი გულშემატკივრების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქომაგების პატივისცემაც დაიმსახურა. გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში. “თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები”. “ბოდიშს ვუხდი ქართველებს, არ მეგონა, თუ თქვენს ნაკრებს ასე თამაში შეეძლო”. “ტურნირის […]
5 რამ, რაც საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე, Touch.Point -ზე გავიგეთ

„ითამაშე ჯუნგლებში და არა ზოოპარკში” – სწორედ ამ გზავნილით დაგვამახსოვრა თავი Touch.Point-ზე, ყველაზე დიდ მარტექ ფესტივალზე, გაბრიელა ტეხეირამ, DAVID Agency-ის სტრატეგიულმა დირექტორმა. მისი გამოსვლები როგორც მთავარ სცენაზე, ისე პანელურ დისკუსიაზე, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იდეების შეუზღუდავად გამოხატვასა და შეუჩერებლობას ეხებოდა – ეს იყო ღონისძიების იდეაც. თუმცა, გაბრიელა არ ყოფილა ერთადერთი სპიკერი, რომელმაც აუდიტორია გამორჩეული სიტყვებითა თუ […]
„გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი – ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.