საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია “ქართული ხილი და ბოსტნეული” ფართოვდება (რ)

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია “ქართული ხილი და ბოსტნეული” ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 600 ტონა მოცულობის საყინულე საკანი აშენდა, რომელიც გერმანულ-ჰოლანდიური […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8625 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0554 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0680 ლარს შეადგენდა. […]

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა მოკლედ წარმოადგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. ანგარიშის […]

GITA-ს თავმჯდომარემ მალავის რესპუბლიკიდან საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. „დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ […]

“წლის ბოლოს ველოდებით საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში” – ვოლვაჩი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შესაბამისი ფედერალური დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამდღიანი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობის განახლების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. სოხუმის ცნობით, დელეგაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა განიხილეს როგორც პროექტის განხორციელების აქტუალური საკითხები, ასევე ავიაკომპანიებისთვის აეროპორტის გადასახადებისა […]

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ. სკოლის რაუნდში 200 სკოლის 1374-მა მოსწავლე ჩაერთო, ეროვნულ ტურში კი საუკეთესო რეიტინგის მქონე 161-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ტესტირების შედეგების საფუძველზე 11 გამარჯვებული […]

ლარი დოლართან და ევროსთან 5-5 თეთრით გამყარდა

20 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან 5-5 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0554 ლარით ნაკლებია. რაც შეეხება ევროს, 20 ივნისის ოფიციალური კურსით, 1 ევროს ღირებულებად 3.0151 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0529 ლარით ნაკლებია.

რუსული კანონი მიღებულია და შედეგები მომავალ კვირაში განიხილება – პაველ ჰერჩინსკი

რუსული კანონი მიღებულია და შედეგები მომავალ კვირაში განიხილება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, შემუშავდა და წევრ ქვეყნებს გადაეგზავნა სხვადასხვა ვარიანტები. „ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება. ყველა ზომა განიხილება. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს, ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების […]

ანაკლიის პორტი ჩინეთის ტვირთის გარეშე მომგებიანი არ არის – პაატა კვიჟინაძე

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არც ამერიკის და არც ევროპის კომპანიებს სურვილი არ გამოუთქვამთ, ჩინეთის ტვირთის გარეშე ეს ობიექტი მომგებიანი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთის ჩართულობა ნიშნავს, რომ ტვირთიც იქნება და უსაფრთხოებაც, რადგან პეკინს რეგიონში დიდი გავლენები აქვს, მის გარეშე კი ტვირთის მოძიება და უსაფრთხოების ზომების […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8625 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0554 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0680 ლარს შეადგენდა. […]