GITA-ს თავმჯდომარემ მალავის რესპუბლიკიდან საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.
„დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ.
სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ