ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რა დევს სასწორზე – გირჩი-დროა ელჩების განცხადებებზე

პარტიები გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა ამერიკის, ევროკავშირისა და ესტონეთის ელჩების კომენტარებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან. პარტიების თქმით, ქართული ოცნება სანქციების საკითხის სავიზო შეზღუდვამდე დაყვანას და არსებული საფრთხის გაუბრალოებას ცდილობს – რაც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე სხვადასხვა სფეროებისთვის ეკონომიკური დახმარების შეჩერებას მოიაზრებს. დღეს, 19 ივნისს, გავრცელდა ამერიკის, ევროკავშირისა და ესტონეთის ელჩების მწვავე განცხადებები ქართული ოცნების მიერ […]
ომბუდსმენი: სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 5.2%-ით გაიზარდა

სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა. “ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები” – წერია ლევან იოსელიანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენილ წლიურ […]
“მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა, “აიაქსის” დონის ფორვარდი ნამდვილად არ არის” – “აიაქსისა” და “ფეიენოორდის” ყოფილმა კაპიტნებმა მიქაუტაძის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს

“მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა, “აიაქსის” დონის ფორვარდი ნამდვილად არ არის” – “აიაქსისა” და “ფეიენოორდის” ყოფილმა კაპიტნებმა მიქაუტაძის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველო თურქეთთან 1:3 დამარცხდა. “ჯვაროსნებიდან” ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ნიდერლანდების ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა და […]
ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეთა უსაბუთო მეუღლეების კანონით დაცვა გაახანგრძლივა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ახანგრძლივებს ამერიკის მოქალაქეთა უსაბუთო მეუღლეების კანონით დაცვას. აღმასრულებელი ძალის მქონე საპრეზიდენტო განკარგულების თაობაზე მან განცხადება 18 ივნისს გააკეთა, როცა ე.წ. “დაკას” 12 წელი შეუსრულდა. „დაკას“ (DACA) სახელით ცნობილი პროგრამა, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო, 800 ათასამდე ახალგაზრდა უსაბუთო, ანუ მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების, ან სავიზო […]
ნავთობისა და გაზის კორპორაცია სესხს გრაფიკის მიხედვით აბრუნებს – გიორგი კაკაურიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რატომ ასესხა სახელმწიფომ ფული ნავთობის და გაზის კორპორაციას, რატომ არ აბრუნებს ვალს გრაფიკით და ასევე, რატომ არ ამოწმებს კორპორაციას სახელმწიფო, რომელიც დეპუტატის თქმით, მაღალჩინოსნების ოჯახების დასაქმების ადგილად არის ქცეული. „გაზისა და ნავთობის კორპორაციას, რომელსაც ემატება და ემატება გასანაწილებელი გაზის მოცულობა, თქვენ მიეცით 300 მლნ ლარის […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს – სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.9 მილიონ ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, პროექტის […]
ღატაკი ბავშვების რაოდენობა 5,2%-ით გაიზარდა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. ანგარიშში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დასახელებულია ბავშვთა სიღარიბე: “ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი […]
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. ანგარიშში საუბარია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე: ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო […]
საფრანგეთის ულტრამემარჯვენეთა ლიდერი ჟორდან ბარდელა გამორიცხავს უკრაინაში ჯარებისა და რაკეტების გაგზავნას

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერმა ჟორდან ბარდელამ, რომელიც შესაძლოა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, თავი დაიცვას რუსეთისგან, მაგრამ უკრაინაში არ გაგზავნის საფრანგეთის ჯარებს ან გრძელი რადიუსის რაკეტებს. „ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და ის იმაში მდგომარეობს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მივაწოდოთ მას თავდაცვითი აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა, ოპერატიული ლოგისტიკური მხარდაჭერა და თავდაცვითი […]
ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებულები ცნობილია – მხარდამჭერია BOG (რ)

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ. სკოლის რაუნდში 200 სკოლის 1374-მა მოსწავლე ჩაერთო, ეროვნულ ტურში კი საუკეთესო რეიტინგის მქონე 161-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ტესტირების შედეგების საფუძველზე 11 გამარჯვებული […]