ევრო 2024 | ნაკრებმა მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო

19 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. მოთამაშეები, რომლებმაც ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ. ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ უპასუხეს. გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): “ამაყები ვართ, […]

“ქარხანასთან 400-მდე რუსი სამხედროა ჩარჩენილი – ნაწილი უკვე დანებდა” – გიორგი კობერიძე

– მეორე თვეა რაც რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ ხარკოვის/ხარკივის ოლქში სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკის აღებას. მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს. ვოვჩანსკი საზღვრიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. მისი ჩრდილოეთ ნაწილის გარკვეული უბნების დაკავება რუსეთმა პირველივე დღეებში შეძლო, მაგრამ შემდგომი წინსვლა შენელებულია. ახლა კი საინტერესო მდგომარეობაა ქალაქის აგრეგატის ქარხანასთან, რომელშიც რუსებმა რამდენიმე დღის წინ შეაღწიეს, მაგრამ შემდგომ, უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ალყაში […]

ვაშაძის მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი […]

Il Messaggero: გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Messaggero ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს მამაკაცი აედევნა და საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში თავს დაესხა, გააუპატიურა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ინტენსიური გამოძიება მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობის საფუძველზე აწარმოეს, პარალელურად კი კამერებიდან კადრები ამოიღეს და სავარაუდო თავდამსხმელი […]

რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა მაქსიმალური დასაშვები ვადით საკნის ტიპის შენობაში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 25 წლიან სასჯელს იხდის, ნახევარი წლით საკნის ტიპის შენობაში გაგზავნეს. ამის შესახებ ფეისბუქზე კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი წერს. მისივე თქმით, ომსკის ოლქის მკაცრი რეჟიმის მეექვსე შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ამჯერად, დამატებითი სასჯელი იმიტომ დაუწესა, […]

სუნაკის დაცვის თანამშრომელი არჩევნების თარიღზე ფსონების დადების გამო დააკავეს

პოლიციის ოფიცერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღზე ფსონების დადების გამო დააკავეს. ოფიცერს ლონდონის პოლიციამ თავდაპირველად სტატუსი შეუჩერა, შემდეგ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. ოფიცერი გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლონდონის პოლიციას გასულ კვირაში ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისია დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, იძიებდნენ ინციდენტს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი […]

მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა, ეძებენ ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს. “სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველები, მყვინთავები, ასევე ვიყენებთ დრონებს”, – განაცხადეს სამაშველო სამსახურში. ცხინვალში 8-წლის მოზარდი, დღეს, შუადღეს დინებამ გაიტაცა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

იანვარ-მაისში ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა, იმპორტი 0.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2%-ით), ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7%-ით). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3 884.0 მლნ. […]

წელს ყველაზე მეტი მილიონერი დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს დატოვებს

დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი წელს მილიონერების ყველაზე დიდ რაოდენობას დაკარგავენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. კერძოდ, არსებული პროგნოზით, ბრიტანეთს წელს 9,500 მილიონერი დატოვებს, რაც შარშანდელზე გაორმაგებული მაჩვენებელია, ხოლო ჩინეთიდან 15,200 მილიონერი წავა. Bloomberg-ის შეფასებით, გაერთიანებული სამეფოდან ულტრამდიდრების გადინების ბოლოდროინდელი ზრდა იმ ტენდენციის დაჩქარებაა, რომელიც ბრექსიტის დროს დაიწყო. ქვეყანამ 2017-დან 2023 წლამდე მიგრაციის გამო 16,500 მილიონერი დაკარგა. წელს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებთან ერთად სამყაროზე რუსეთის კოლონიური მსოფლმხედველობა უნდა გავტეხოთ

პარტნიორებთან ერთად სამყაროზე რუსეთის კოლონიური მსოფლმხედველობა უნდა გავტეხოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ანტიგუა და ბარბუდა შეუერთდა. “მთლიან სამყაროს როგორც თანასწორებს აღვიქვამთ და ეს არის რუსეთისგან ჩვენი იდეოლოგიური განსხვავება საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ერს ვცემთ პატივს და ხალხებს შორის თანამშრომლობაში ყოველი ხმის იმედი გვაქვს. ასეა […]