რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძეზე – მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი […]
რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

20 ივნისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. აფეთქებები იყო კიევის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და სხვა ოლქებში. რუსეთის მორიგი შეტევის გამო საჰაერო განგაში ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ დილით განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას […]
ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა, სადაც ქვეყნის კომუნისტ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. მედიის ინფორმაციით, პუტინის თვითმფრინავი ჰანოის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ტრან ჰონგ ჰა და პარტიის უმაღლესი დიპლომატი ლე ჰოაი ტრუნგი დახვდნენ. რუსეთის პრეზიდენტი, ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში, კომუნისტური პარტიის ლიდერს, ნგუენ ფუ ჩონგის, პრეზიდენტ ტო ლამს და პრემიერ-მინისტრ ფემ მინი ჩინს შეხვდება. რუსეთის […]
კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა, – ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის “მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში”. „ეს ქმედება აგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ კანადა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ტერორისტულ ერთეულ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანის რეჟიმი მუდმივად ავლენს ადამიანის […]
იენს სტოლტენბერგი – რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული პაქტი აჩვენებს, რომ ავტორიტარული ძალების სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული ახალი თავდაცვითი პაქტი აჩვენებს ავტორიტარულ ძალებს შორის მზარდ დაახლოებას და ხაზს უსვამს დემოკრატიების ერთიანი ფრონტის მნიშვნელობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ინს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ხოლო ჩინეთი და ირანი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედრო დახმარებას უწევენ. „უნდა გავაცნობიეროთ, რომ […]
თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე – რუსეთს კოალიციის შეკრება სურს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი მიანიშნებს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან, კერძოდ ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, სირიასთან და გარკვეულწილად ჩინეთთან, კოალიციის შეკრება სურს. „რაც შეეხება პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ფხენიანში, აშკარაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორობის გაფართოებაზე. რუსეთის უახლოესი პარტნიორები მსოფლიოში გახდნენ ჩრდილოეთ კორეა, ირანი, […]
მიხეილ დაუშვილი – თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებული იყოს

თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებული იყოს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე. „ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და […]
“გამოდის მაღაზიიდან ქალი, ცალ ხელში – ერთი პარკი, მეორეში – მეორე, ხოლო ბავშვი “ბუკვალურად” იღლიაში ჰყავს” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე: რა საოცრებაა….. გუშინ მაღაზიიდან გამოვდივარ და ჩემთან ერთად იმავე მაღაზიიდან გამოდის ახალგაზრდა ქალი. იქნება ასე 25 – 28 წლისა. ორი დიდრონი პარკი უჭირავს პროდუქტებით და….დაახლოებით 2 წლის ბავშვიც. ანუ ცალ ხელში ერთი პარკი, მეორე ხელში მეორე პარკი, ხოლო ეს ბავშვი…. ბუკვალურად იღლიაში ჰყავს. მართლა. თითქმის არ ვაჭარბებ. ჰოდა…მივიდა ტროტუარზე უხერხულად შეყენებულ მანქანასთან, […]
“ზეცაში აჩვენეს ხალხს ფეხბურთი ხაშურში” – გიორგი ჩუბინიძე

ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინიძე: სრული შოკია. ზეცაში აჩვენეს ხალხს ფეხბურთი ხაშურში. 🤦♂️ ცნობისთვის, ეს მონიტორი სარეკლამო ვიდეორგოლებისთვისაა!
“გვახსოვდეს გავრილოვის ღამე” – თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება

გვახსოვდეს გავრილოვის ღამე” – დღეს, 20 ივნისს, 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ, ხოლო ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის […]