+33 გრადუსი – ამინდის უახლესი პროგნოზი

20-22 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 23 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 🌦 ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 22-ში […]

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუსაძლის სიცხეს მხოლოდ ნიუ-დელიში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ადგილობრივ საავადმყოფოებს კი ათასობით ადამიანმა მიმართა. ყველაზე რთული ვითარება რაჯასტანის შტატშია, სადაც ჰაერის ტემპერატურამ +50 გრადუსს მიაღწია.

წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

წყლის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად ჯივიპის აბონენტთა ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით […]

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. „მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების […]

ხსენება ღირსი მამა დავით გარეჯელის (VI) – მამადავითობა თბილისში

დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული იმართება ამაღლების პირველ ხუთშაბათს, თბილისში, მთაწმინდაზე. ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის. „მადლობა სამუშაო ჯგუფს. ინფორმაცია კომიტეტისთვის მიწოდებულია. ფორმალური შესაბამისობა დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ტრადიციულია, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა, გახსნილი, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასევე წარმოდგენილი იქნება პროფესიული საზოგადოება“,- აღნიშნა […]

“მთავრობას წიწილების წინასწარ თვლა დასჩემდა” – მოლოდინები ტურიზმში ზაფხულის სეზონისთვის

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელს, სერტიფიცირებულ გიდ გიორგი დარციმელიას ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს. მისი თქმით, Queen Tamada ტურისტების მოზიდვას, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ცდილობს. „ამ ეტაპზე არცერთი დადასტურული ჯავშანი არ გვაქვს“, – თქვა მან „წერტილთან“ ინტერვიუში. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ჯავშნების სიმცირეს ე.წ. „რუსული კანონის“ გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასაც უკავშირებს, ქვეყანაში უფრო საქმიანი […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს

რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი კომბინირებული დარტყმა განახორციელა, საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა „კამიკაძე დრონი“ გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. „20 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინას რაკეტებისა და „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოყენებით დაარტყეს. მთლიანობაში, მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი […]

უკრაინის ოთხ ოლქში, რუსების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა

უკრაინის ოთხ ოლქში, საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანებულია ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიევის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რუსული ძალები წუხელ თავს დაესხნენ თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც სამი ენერგეტიკოსი დაშავდა და სადგურის ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა. […]

რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებით შეუტიეს, მათ შორის ნავთობის ბაზას

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის კრასნოდარის მხარესა და ადიღეს რესპუბლიკაზე. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტი“ და რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი დღეს, 20 ივნისს გამთენიისას იუწყებოდნენ, რომ დრონებით თავდასხმა იყო კრასნოდარის მხარის აფიპსკის რაიონში. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა […]