„ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე

Genius ოლიმპიადამ, რომელსაც როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მასპინძლობდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასზე მეტ უფროსკლასელს მოუყარა თავი. საქართველოს გუნდი, რომელსაც „ევროპული სკოლის“ რობოტიკის მასწავლებელი დავით ნოზაძე ხელმძღვანელობდა, რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს „ევროპული სკოლის“ რობოტიკის კლუბის წევრებმა ნატალი ნოზაძემ (მე-8 კლ.) და ნიკოლოზ დანელიამ(მე-9 კლ.). მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ანა ნოზაძეს(მე-10კლ.), თორნიკე […]

ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს სომხეთის ახალი კონსტიტუცია, რათა ბაქოსთან შეთანხმება მოხდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანის მოთხოვნის ფონზე. ბაქოს სურს, სომხეთის კონსტიტუციიდან ამოიღონ ფრაზა, რომელიც ეხება მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანებას. ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს ვადა 2026 წლის 30 დეკემბრამდე მისცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერევნისგან კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვა და ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პირობად წამოაყენა. აზერბაიჯანმა […]

მეოთხე დღეა სიღნაღში 67 წლის ქალს ეძებენ

მეოთხე დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში 67 წლის თამარ ჯებირაშვილს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ქალი 17 ივნისს გავიდა სახლიდან და ამის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.

უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას აღადგენს – როდის იგეგმება პირველი რეისი?

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს. LIGA.net-ის ცნობით, განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისს იგეგმება, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 60 საათია. ბორანზე ჯამში 250 მგზავრისთვისაა ადგილი. ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. “ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე სატვირთო მანქანა”, […]

მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

20 ივნისს მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. არსებული ინფორმაციით, 19 ივნისს ცხინვალში მოზარდი დინებამ გაიტაცა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დახმარებისთვის მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას. ცხედარს ცხინვალში გადაასვენებენ და ყველა სხვა პროცედურა იქ ჩატარდება.

ამერიკაში, ლუიზიანას შტატის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა

ამერიკაში, ლუიზიანას შტატის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლების კლასებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა. რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მხარდაჭერილ ამ ზომას ხელი მოაწერა გუბერნატორმა ჯეფ ლანდრიმ. „ბიბისის“ ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კანონს სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე ჯგუფები გააპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკლესიისა […]

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ხალხის ძალა“ რეალურად, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს და მის პოზიციას გამოხატავს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ხალხის ძალა“ რეალურად, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს და მის პოზიციას გამოხატავს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დაზიანდეს. „ხალხის ძალა“ რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პირი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაქსიმალურად დაამციროს, მიაყენოს მათ რეპუტაციას ზიანი, ეს […]

დავით უსუფაშვილი – ანაკლიასთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?! – ეს შეეხება ვიზებსაც, ინვესტიციებსაც და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, ამის შემდეგ საერთოდ დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?! ეს შეეხება ვიზებსაც, ინვესტიციებსაც და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, „ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით“, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხეს უქმნის. „დღეს „ქართული ოცნების“ გამხმოვანებელმა მთავარმა ძალამ გვითხრა, […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყიბულში ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის „ტყიბულის მთის ჩაი“ ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია წარმოებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო […]

იაგო ხვიჩია – გახარია არ ამბობს, რეალურად რა მოხდა 20 ივნისს, „ქოცები“ კი არავის სჯიან – ისინი ხელს ერთმანეთს აფარებენ

გახარია არ ამბობს, რეალურად რა მოხდა 20 ივნისს, „ქოცები“ კი არავის სჯიან – ისინი ხელს ერთმანეთს აფარებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანებას “ქართული ოცნების” “ლოცვა-კურთხევა” ჰქონდა და ის მხოლოდ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას არ გაუცია. “ეს ბრძანება არ ყოფილა […]