ლევან ბეჟაშვილი – როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე

როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორსა და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს. „როგორც ჩანს ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ […]

თსუ – თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ და კანცლერმა დაათვალიერეს

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, კახაბერ ჭეიშვილმა და თსუ კანცლერმა, ლაშა საღინაძემ დაათვალიერეს. თსუ-ს ცნობით, მდინარე ვერეზე 2015 წლის კატასტროფული მოვლენის შემდეგ ლაბორატორიის თანამშრომლებს მდინარისა და მეტეოროლოგიურ ელემენტებზე ყოველდღიური მონიტორინგი არ შეუწყვეტიათ, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია უკვე აღარ არსებობდა და ყოველი ანათვლის აღება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. ლაბორატორიაში არ შეწყვეტილა […]

ომში ისრაელის მიზნებზე ჰაგარის კონტროვერსიული განცხადება IDF-მა განმარტა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, იდეა, რომ ჰამასის გაქრობა შესაძლებელია ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და ისრაელის მიზანი, გაანადგუროს ჰამასი ამჟამად მიუწვდომელია. მოგვიანებით ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა. “ჰამასი იდეაა, პარტიაა, ადამიანების გულებშია ფესვგამდგარი, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ჰამასის განადგურება შეგვიძლია, ცდება” – თქვა დანიელ ჰაგარიმ. ჰაგარის ეს სიტყვები ხაზს უსვამს შიდა უთაანხმოებას […]

იონათამიშვილმა განმარტა, რამდენი იქნება ჯარიმები ანტი-ლგბტ კანონის დარღვევის შემთხვევაში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იმ ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობაზე ისაუბრა, რასაც ანტი-ლგბტ კანონი მასში წარმოდგენილი სხვადასხვა პუნქტის ნაწილის დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს. “რაც შეეხება პასუხისგების ნაწილს. მაგალითად, რეკლამის გავრცელების შემთხვევაში, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში დარეგულირდება და ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 800 ლარი იქნება, იურიდიულის პირის შემთხვევაში კი 2 500 ლარი. არასრულწლოვნისთვის პირდაპირი კომუნიკაციის […]

“გახსოვდეს გავრილოვის ღამე” – პარლამენტთან აქცია დაანონსდა

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ხუთი წლის თავზე მოქალაქეები ისევ პარლამენტთან იკრიბებიან – დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაა დაანონსებული. რამდენჯერაც რუსული იმპერია საქართველოში წამოწევს რუსიფიკაციის იდეას, არ აქვს მნიშვნელობა ღია დამპყრობლური იქნება თუ მარიონეტული რეჟიმით, საზოგადოება მას ეროვნული მოძრაობის სტილში უპასუხებს როგორც ისტორიულად ანტირუსული, მაშასადამე ევროპული. სწორედ ეს სულისკვეთება გვინდა დაიბადოს საზოგადოებაში. ასევე გვსურს გარკვეული საბრძოლო […]

საქართველომ 21 ადგილით უკან გადაინაცვლა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული ნაკლოვანებების ანგარიშში – დეტალები

მოცემული ანგარიში წარმოადგენს კრიტიკულ შეხსენებას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ. მკვლევართა აზრით საქართველოში მიღწეული პროგრესის გასამყარებლად მმართველმა რგოლებმა აუცილებელია: განახორციელიენონ პოლიტიკა, რომელიც დაამკვიდრებს გენდერულ ანაზღაურებას და ხელს შეუწყობს ქალთა კარიერულ წინსვლას. საჭიროა წახალისდეს ქალთა მონაწილეობა STEM განათლებასა და კარიერაში. უზრუნველყოფილი იყოს ყველა ქალისთვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და ლიდერობის […]

რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? – მეტოქე “კვარას” საუკეთრესო მატჩს უნდა უფრთხოდეს…

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? – ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს. ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. […]

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

20 ივნისს FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურებულია და ამჟამად 74-ე პოზიციას იკავებს. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, წინ კიდევ 2 მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში, კვლავ წინსვლა ელის. მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა. პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს […]

გიორგი რუხაძე – ჩვენი მთავარი პარტნიორები სამწუხაროდ, აღარ არიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები – მთავარი პარტნიორი ხდება ჩინეთი, რუსეთი და ავტორიტარული სამყარო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის გიორგი რუხაძის შეფასებით, როდესაც ჩინეთი ეპატრონება საქართველოში ისეთ სტრატეგიულ ობიექტს, როგორიც ანაკლიის პორტია, ეს საფრთხის შემცველია და კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიას. როგორც რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთს ძალიან ცუდი ისტორია აქვს სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის კუთხით. „აშშ-ის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჰელსინკის კომისიის განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა

ჰელსინკის კომისიის განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, პარტნიორი ქვეყნები ქართველი ხალხის მიტოვებას არ აპირებენ. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შეერთებულ შტატებში, […]