გურამ მაჭარაშვილი – ლიეტუვაც და ესტონეთიც გამალებით ვაჭრობენ რუსეთთან, თვითონ ვერ უწესებენ მოსკოვს სანქციებს და ჩვენ გვიწესებს – გამოდის, რომ დიდი გული აქვს ჩვენთან

ქართველებსა და ესტონელებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს, თუმცა ეს საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყნებში არსებული ხელისუფლებები უცხოური ძალის წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის განცხადება იყო ღირსეული, „რადგან საზოგადოებას არაფერი დაუშავებია“. „ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ერთი რამ: ლიეტუვაც და […]

გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს – უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს – დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, უმოქმედობა ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. „უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს და ღალატობს ასიათასობით ქართველს, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებები […]

ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი “მთავარი არხი”-ის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს. ტელეკომპანია „იმედი“ ნიკოლოზ ღარიბაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული და აშშ-ში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სწავლას. „ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი […]

ისრაელმა დუბლინში თავისი საელჩო დახურა “ანტისემიტური მოქმედების” გამო

ისრაელმა ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინში, თავისი საელჩო დახურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა გაავრცელა. მისი თქმით, “ირლანდიის ანტისემიტური მოქმედებები და რიტორიკა ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმაციას და დემონიზებას, ასევე ორმაგ სტანდარტებს”. საარმა დასძინა, რომ ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში გადალახა ყველა წითელი ხაზი. წელს მაისში, ირლანდიამ ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად ოფიციალურად აღიარა პალესტინელთა სახელმწიფო, […]

კოლეგების მიწვევით თბილისში ვიყავი – რუსეთის „სამართალდამცავთა პროფკავშირების“ ხელმძღვანელი ლობარევი

პროევროპული დემონსტრაციების პარალელურად, თბილისში იმყოფებოდა რუსეთის „სამართალდამცავთა პროფკავშირების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსეი ლობარევი – ის ფეისბუკსა და „ვკონტაქტეში“ თბილისიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში იყო „კოლეგების მიწვევით“, „სამუშაო ვიზიტით“. იგი თბილისში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, – თუმცა ზუსტად რა დროით, უცნობია. გამოქვეყნებულ ფოტოებში, რომლებშიც თავადაც ჩანს, ის რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციისას იმყოფება; აქვეყნებს […]

ღარიბაშვილის შვილს პენსილვანიის უნივერსიტეტი დაატოვებინეს – მედია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს. “მთავარი არხის” ცნობით, ღარიბაშვილის შვილმა უნივერსიტეტიდან საბუთები უკვე გადმოიტანა საქართველოში. 13 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. დოკუმენტში წერია, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც “საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მონაწილეობენ”, მათ შორის არიან არალეგიტიმური მთავრობისა და […]

ცნობილია იმ 14 პირის ვინაობა, ვისაც ესტონეთმა სანქციები დაუწესა

ცნობილია იმ 14 პირის ვინაობა, ვისაც ესტონეთმა სანქციები დაუწესა. სიაში არიან “ქართული ოცნების” ლიდერები და მოსამართლეები. ესტონეთმა დაასანქცირა: · კობა ჩაგუნავა, მოსამართლე; · გიორგი გაბიტაშვილი, პროკურორი; · ნინო ენუქიძე, მოსამართლე; · კახა კალაძე, თბილისის მერი; · კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი; · ირაკლი კობახიძე, არალეგიტიმური პრემიერმინიტრი; · გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; · […]

“ოცნების” იმ მაღალჩინოსნების სია, ვინც ლიეტუვამ დაასანქცირა

ცნობილი ხდება იმ 17 ადამიანის ვინაობა, ვინც ლიეტუვამ ადნტიმოდეკრატიული ნაბიჯების და ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დაასანქცირა. საუბარია “ოცნების” მაღალჩინოსნებზე, ივანიშვილის პარტიასთან დაახლოებულ პირებსა და მოსამართლეებზე. სიაში არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, […]

ესტონეთის მიერ, სანქცირებულია რეჟიმის 6 მოსამართლე

“ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესტონეთმა დაასანქცირა მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ და მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” სანქცირებულ მოსამართლეებს ასაჯაროებს. ესენი არიან: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა. შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო […]

ფაბრეგასის “კომოს” ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს

ფაბრეგასის “კომოს” ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს “კომოს” მთავარი მწვრთნელის სესკ ფაბრეგასის განცხადებით, მის გუნდს ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს. როგორც ესპანელმა დამრიგებელმა აღნიშნა, ის 28 წლის ინგლისელ შემტევ დელე ალის შეხვდა და შესაძლოა, მან იტალიურ გუნდთან ვარჯიში შობის შემდეგ დაიწყოს. ფაბრეგასის თქმით, თუ დელე ფორმას აღიდგინებს და შეთანხმება შედგება, კონტრაქტსაც […]