კურიერების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან

კურიერების პროტესტი – სხვადასხვა კომპანიის კურიერები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგას – ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ იმიტომ ჰყავთ დაკავებული, რომ რუსთაველზე ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდა. ისინი ამბობენ, რომ არიან ტერორის და დაშინების მსხვერპლნი, რადგან, ქუჩაში გაადგილების დროს თუ აქციის მონაწილეებს სიგნალებით სოლიდარობას გამოუცხადებენ, მაშინვე პოლიცია აჩერებს და აჯარიმებს მათ.

,, დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს” – გახარია

გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს: ,,უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს და ღალატობს ასიათასობით ქართველს, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებები და ევროკავშირის სანდოობა საფრთხეშია“

ევროკავშირი დღეს არ დაასანქცირებს საქართველოს ოფიციალურ პირებს – რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დღეს ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს, რადგან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. „ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს საქართველოს ოფიციალურ პირებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამის წინააღმდეგია. რაც შეიძლება მოხდეს, […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 14:00 საათისთვის 2.8125 ლარად ივაჭრება

· 1 აშშ დოლარი – 2.8448 ლარი. კურსის ცვლილება – 0.64 თეთრი. · 1 ევრო – 2.9842 ლარი. კურსის ცვლილება – 1.04 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5961 ლარი. კურსის ცვლილება – 3.98 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0814 ლარი. ცვლილება – 0.03 თეთრი; · 100 რუსული რუბლი – 2.7304 ლარი. ცვლილება -1.61 […]

შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეხმაურება

„გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება პირი დააკავოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება“ – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს […]

გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს – უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს – დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, უმოქმედობა ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. „უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს და ღალატობს ასიათასობით ქართველს, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებები […]

თეონა აქუბარდია – ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება დადებითი მოვლენაა

ალეკო ელისაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ახლა პროკურატურის მიერ [მოთხოვნის] შეცვლაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური. „ის, რომ მას ორთვიანი წინასწარი […]

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ორი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. როგორც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. „სამუშაო შეხვედრა 12 და […]

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტები შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას მართავენ. როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილავენ იმ გამოწვევებს, რომელიც „ბიძინა ივანიშვილმა შექმნა”. „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის ავტორიტარულმა ძალამ ქვეყანაში საფრთხეები შექმნა, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის კუთხით და მაშინ, როდესაც მიმდინარეობს განხილვა, […]

საია – მოსალოდნელია, რომ კანონში ცვლილებებით გათვალისწინებულ ახალ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ასევე, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები ემატება. როგორც საია აცხადებს, “აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდითა და ახალი საფუძვლების დამატებით, “ქართული ოცნება“ […]