რუსეთის საჰაერო თავდაცვამ საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური, Z-ბლოგერებზე დაყრდნობით ავრცელებს. “ანაპაში ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩვენივე ვერტმფრენი ჩამოაგდო. KA-29 უეკიპაჟო კატერების მოძიებით იყო დაკავებული, როდესაც ერთ-ერთმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მასზე იერიში მიიტანა”. – წერს ტელეგრამ არხი ტრინადცატი. ვერტმფრენის ჩამოგდებას კიდევ რამდენიმე ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამ არხი ადასტურებს. მათი ცნობით დაღუპულია 4 ადამიანი. […]
იტალიელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო საკუთარ სახლში გაძარცვეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო საკუთარ სახლში გაძარცვეს. თავდამსხმელები ვიჩენცას პროვინციაში, ალტავილა ვიჩენტინაში მდებარე ვილაში ადგილობრივი დროით 22:00 საათზე შეიჭრნენ, რა დროსაც ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ესპანეთი-იტალიის მატჩს უყურებდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაჯოს სახლში 5 შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა, 57 წლის ფეხბურთელმა კი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც მათ თავში იარაღის ტარი ჩაარტყეს. ამის შემდეგ კი […]
უკრაინამ ძებნა გამოაცხადა ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ყაზახეთის ორ მოქალაქეზე

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა ცნობა, რომ ყაზახი ოპოზიციონერისა და იუტუბის არხ “ბაზეს” დამფუძნებლის, აიდოს სადიყოვის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილია ყაზახეთის ორი მოქალაქე: ალტაი ზაკანბაევი და მეირამ კარატაევი. პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები დაუსწრებლად დააკავეს და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ჟაკანბაევი და კარატაევი 2 ივნისს ჩავიდნენ კიევში, სადაც საცხოვრებელი ბინები სხვადასხვა მისამართზე იქირავეს. 6 ივნისს ზაკანბაევმა […]
TI: “აწარმოე საქართველოში” დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო სააგენტო აწარმოე საქართველოში-ს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს. როგორც TI-ს განცხადებაში წერია, ორგანიზაციამ მიმდინარე წელს სააგენტოდან ორჯერ გამოითხოვა ინფორმაცია 2021-2023 წლებში სააგენტოს მიერ დაფინანსებული კომპანიებისა და მათთვის გაცემული დაფინანსებების შესახებ, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ კომპანიების ჯამური რაოდენობებისა და ჯამური დაფინანსებების შესახებ მიიღო, რომელიც “ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის […]
სომხეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა

21 ივნისს სომხეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. “საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენულობის და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპების ერთგულებიდან გამომდინარე სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს” – წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხეთი უერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მრავალ […]
რატომ არის საქართველოში, მთელ ევროპაში, თითქმის ყველაზე ძვირი ფასები?- ვისია პროდუქტების შემოტანის ბიზნესი?

ანი დვალიშვილი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამო, ბებერ კონტინენტზე, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა კომპანიები აქციებს მართავენ პროდუქტს აიაფებენ, რათა უფრო ბევრი გაეყიდოთ, მოსახლეობამ ცოტა შეღავათი იგრძნოს. მაგალითად, ჩეხური ლუდი „სტაროპრამენი“ აქ არის ჩამოსხმული, ჩვენებმა ამის უფლება მოიპოვეს და მაღაზიაში, ალუმინის ქილით შეტანის ფასი 3.53 ლარია. ვისაც აქ ჩამოსხმული და ჩეხეთში ჩამოსხმული „სტაროპრამენი“ აქვს გასინჯული, ამბობენ, რომ […]
შავი ზღვის ფრაგმენტულად გასუფთავება გრძელვადიანი შედეგის მომტანი ვერ იქნება, საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს – სოლომონ პავლიაშვილი

მდინარეებსა და შავ ზღვაში მოხვედრილი პლასტიკის ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგიებზე, პლასტიკით დაბინძურებული ცხელი წერტილების გამოვლენასა და პლასტიკის ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება. „ოკეანეების, ზღვების […]
მსოფლიო ჩემპიონი გამარჯვებით იწყებს – კოპა ამერიკაზე არგენტინამ კანადა დაამარცხა [VIDEO]

2024 წლის კოპა ამერიკა A ჯგუფში არგენტინისა და კანადის დაპირისპირებით გაიხსნა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. 49-ე წუთზე თავი ხულიან ალვარესმა გამოიჩინა, 88-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა ლიონელ მესის პასით ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ჯგუფის მეორე მატჩი ჩილესა და პერუს შორის 22 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება. არგენტინა მომდევნო შეხვედრას 26 […]
ნისტელროი ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდის მწვრთნელი ხდება

De Telegraaf-ის ინფორმაციით, ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი რუდ ვან ნისტელროი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ბარნლის” ჩაიბარებს. “კელტებს” გასულ სეზონში ვინსენ კომპანი თავკაცობდა, რომელმაც გუნდი უძლიერესთა შორის ვერ დატოვა, თუმცა თავად ბელგიელი მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებლად დანიშნეს. 47 წლის ნიდერლანდელი წარსულში 1 სეზონის განმავლობაში პსვ-ის თავკაცი გახლდათ.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში’’ და ამ ცვლილებებით […]