კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში საშაურმე შეამოწმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთში ერთ-ერთი საშაურმე კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე შეამოწმა – სააგენტომ საშაურმე დააჯარიმა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი რეკომენდაციები გასცა. ამის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საშაურმეს ჯარიმა საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებისთვის დაეკისრა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა […]

გიგი წერეთელი ჯინ შაჰინის განცხადებაზე – თუ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ ფუნქციონირებას და არჩევნებსაც არ დააკვირდებიან, პროცესის ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ. წერეთლის განმარტებით, ის, რაზეც სენატორი შაჰინი საუბრობს, უკიდურესად შემაშფოთებელი ტენდენციაა და ბუნებრივია, იმ საერთო სურათს უკავშირდება, რომელიც ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით და რუსული ტიპის კანონის მიღებით შექმნა. „თუკი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და […]

ბელგია აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო შეთანხმებულია

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია. “ევროკავშირის საბჭომ მიიღო ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის, მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. შესაბამისად, 25 ივნისს, სამშაბათს, იხსნება გზა ლუქსემბურგში მოლაპარაკებების დასაწყებად”, – წერს ბელგია X-ზე. The @EU_Council adopted the general EU positions, incl. negotiating […]

მაია სანდუმ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ“, – დაწერა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ში. მისი თქმით, მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. „ამგვარად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან […]

პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა იმერეთის შვიდი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” პროექტი “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” შეაჯამეს. პროექტი თვრამეტი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იმერეთის 7 მუნიციპალიტეტს მოიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრებს: პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები, გენდერის საბჭოს წევრები, გენდერზე პასუხისმგებელი პირები, საკრებულოს წევრები, სამსახურების ხელმძღვანელები, […]

“ბევრი შვილი მინდოდა. მეორე ორსულობის დროს ავარიაში მოვყევი. ოპერაცია გამიკეთეს და ნაყოფი ვეღარ შენარჩუნდა” – ნანიკო ხაზარაძე – Marao

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს. ამჯერად ნანიკო გადაცემა “სთორის” სტუმარია: “არ გავთხოვდებოდი, რომ არა დედა. არც შვილი მეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ძალიან მიყვარდა. 29 წლის ვიყავი. ბარგი ჩავალაგე და ლევანიკოსთან […]

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Peopl.Pr-ის ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია – Georgian Wine Grand Tasting-ი გაიმართა. დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე […]

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსი“, რომელიც სებ-მა 34 300 ლარით დააჯარიმა?

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსი“ 34 300 ლარით დააჯარიმა. მისო, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების“ წინააღმდეგ კანონის შესაბამისად დაჯარიმდა, 2009 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიას 3 მფლობელი ჰყავს, წილის 58.5%-ს გელა რიაბუხა ფლობს, 24.4%-ს შოთა გედენიძე, 17%-ს კი გოჩა სებისკვერაძე. დაჯარიმების მიზეზებში განმარტებულია: · მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით […]

ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Peopl.Pr” ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა. დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის […]

თეონა აქუბარდია – ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მკაფიო იყო, თუ რამდენად სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველო ჩრდილოეთ ორბიტაზე და როგორ აშორებს დასავლეთს მისი ნაბიჯები

ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მკაფიო იყო, თუ რამდენად სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველო ჩრდილოეთ ორბიტაზე და როგორ აშორებს დასავლეთს მისი ნაბიჯები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე, ასევე, მკაფიო იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „ჰელსინკის კომისიაზე საქართველოსთან დაკავშირებული განხილვა […]