„ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ ტელეფონი ვაკის პარკის არეალში იყო…“ – რას ამბობს ლევან გახელაძე დაკარგულ ძმაზე

უკვე მესამე დღეა, თბილისში დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს, ოჯახის წევრები კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოხალისეებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთნენ. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები, რომლებიც დრონებით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ. სწორედ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრება გახელაძის კვალი, რასაც სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერებიც ადასტურებს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრების ნაწილი. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ […]
მეორე დღეა, ოჯახი თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებს

მეორე დღეა, ოჯახი თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვეძებთ. გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. გუშინ საღამოდან აღარ გვინახავს. ალეკო იზოტოვი. თუ სადმე ნახეთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 574557760. იმედი მაქვს ღმერთის და კეთილი ხლხის. დამეხმარეთ, გთხოვთ. სამგორის მეტროში ნახეს გუშინ საღამოს, 8-ის 10 წუთზე, – წერს ოჯახის ახლობელი.
შვეიცარიაში, რესტორანში შეჭრის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შვეიცარიაში, რესტორანში შეჭრის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, 32 წლის პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რომანშორნში მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში გვიან ღამით მოხდა. კანტონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დილის 4 საათისთვის მიიღო შეტყობინება, რომ ჰაფენშტრასეზე მდებარე რესტორანში ორი პირი შეიჭრა. პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო, მეორემ კი გაქცევა მოახერხა. 32 წლის ქართველი დაკავებულია, შემთხვევის შესახებ საქმის კურსშია პროკურატურაც. […]
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო2024-ზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში ჰამბურგში, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება. მესამე თამაში 26 ივნისს, გელზენკირხენში შედგება და საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა დორტმუნდშ გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 ანგარიშით დამარცხდა.
სლოვენიაში საქართველოს ელჩი გადადგა

ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს – სად მივდივართ? ევროპაში!, – ამის შესახებ სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი კოპლატაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განცხადებაში აღნიშნავს, არავის ემშვიდობება და “კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში”. ირაკლი კოპლატაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი […]
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო, 2022 წლის შემდეგ, 6 ადგილით ჩამოქვეითდა – The Heritage Foundation

2023 წლის თებერვალში გავლენიანმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა The Heritage Foundation-მა 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო გასულ წელთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 100-დან 68.4 ქულით 32-ე ადგილზეა, თუმცა გაცილებით წინ იყო რეიტინგში საქართველო 2022 წელს, როცა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 26-ე ადგილზე იყო. რეიტინგის სათავეში სინგაპურია 100-დან 83.5 ქულით, სამეულშია – […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, X-101/X-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 16 რაკეტა და 13 […]
სარეიტინგო პოზიციის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

სარეიტინგო პოზიციის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „შვიდობის ფონდმა“ frigle States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით. რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან. შეფასება 12 ძირითად […]
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა, არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ენერგეტიკოსი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა უნდა ვიცოდეთ სულის შაბათზე

ხვალ, 22 ივნისს, მიცვალებულთა ხსენების დღეა. სულთმოფენობის წინა დღეს სულთაობას, სულის შაბათს ეძახიან. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წინა შაბათს კი მორწმუნეები ლოცულობენ და იხსენებენ ყველა გარდაცვლილს. “სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!” […]