კლინიკაში გარდაცვლილი ნაცემი ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი დაუმძიმდება – POG

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ვარკეთილში ცემის შედეგად კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი დაუმძიმდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც […]

მაისში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა – TBC კაპიტალი

2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1.9%-ით. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 4.44 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 35%-იანი ზრდაა. მეორე მხრივ, მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი თვიურად 22%-ითაა შემცირებული. მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 319 გვტ. სთ […]

ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა – საგარეო უწყება

ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. “შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთს შეხვდება

22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“ თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. რადგან პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2), ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.8001; 1 ევრო – 2.9916; 1 ფუნტი – 3.5382; 1 ლირა კი 0.0853 ლარი ეღირება.

“აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი” – GWP

წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცლეებს. GWP წერს, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის […]

დღეს ღირსი მამა იოანე შავთელის ხსენების დღეა

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“. ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში. ღირსმა იოანემ […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული […]

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი განიტვირთეთ, ეს დღეს აუცილებელია, თუმცა, საქმესაც კარგად გაართმევთ თავს, მთავარია, ემოციები აკონტროლოთ. კურო ნუ გაირთულებთ ცხოვრებას დაპირებებით. უმჯობესია, ნაკლები ისაუბროთ. საქმეები გადადეთ მომდევნო დღეებისთვის. ტყუპები ირგვლივ რთული გარემოა. შესაძლოა, შფოთი და დარდი გამოიწვიოს ვიღაცის ღალატმა, ან შიშმა და დაძაბულობამ. ფრთხილად იყავით თქვენივე სიტყვებთან. კირჩხიბი დღეს, ძალიან გაგიმართლებთ და მნიშვნელოვანია, ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც […]