მაისში რუსეთმა აშშ-ს ევროპაში გაზის მიწოდებაში გადაუსწრო – Financial Times

2024 წლის მაისში, რუსეთიდან ევროპაში გაზის იმპორტმა, 2 წლის განმავლობაში, პირველად გადააჭარბა აშშ-ს მიწოდებას. ამის შესახებ Financial Times იუწყება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს რუსული გაზზე უარის თქმა და ის შეერთებული შტატების გაზით ჩაანაცვლეს. 2022 წლის სექტემბერში აშშ-მ გადაუსწრო რუსეთს და ევროპის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელი გახდა. თუმცა, 2024 წლის მაისში, ევროკავშირში […]

აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს – რუსეთის ელჩი

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს. ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს. „ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ […]

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა „ჰამასის“ რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და იარაღის საწყობებს დაარტყეს. ასევე, რაფაჰსა და ჩრდილოეთ ღაზაში, „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

მარია ზახაროვა – სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს

სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.

ქართული კაკალი, ჩანდლერის ჯიში, მაღალი ხარისხით გამოირჩევა – Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის დაჩი მუჯირიშვილის განცახდებით, ქართული კაკალი შანდლების ჯიში მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ მისი ექპორტზე გატანის პრობლემა არ დგას. როგორც მან “ანალიტიკას” ეთერში თქვა, ფერმერებს გამოწვევად ის უდგათ, რომ ხარისხის შესანარჩუნებლად უბალოდ სწორი პროცედურები ჩაატარონ. დაჩი მუჯირიშვილი ასევე განმარტავს, რომ მთლიანობაში კაკლის 4 500 ჰექტარი ბაღია საქართველოში და ეს ახალი ბაღები, ძირითადად, არის კორპორაციულად მოწყობილი, […]

NBA-ის საჩემპიონო გუნდები ბითაძის დამატებით ინტერესდებიან – რას გადაწყვეტს ქართველი?

“ორლანდო მეჯიქის” ცენტრი გოგა ბითაძე 1-ელ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბითაძის დამატებით ევროლიგის გუნდები ინტერესდებიან. ცნობილი ამერიკელი ინსაიდერის, ევან საიდერის ინფორმაციით, 24 წლის ცენტრის საკუთარ რიგებში ხილვა NBA-ის ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც გასული წლის სუპერფინალში გასული “დალას მავერიქსი”, ასევე “ნიუ იორკ ნიქსი”, “მაიამი ჰიტი”, “ნიუ ორლეან პელიკანსი”, “ლოს ანჯელეს […]

ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი

ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი, განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელში პარასკევს, 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. მხარეები ტექსტზე შეთანხმდნენ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმებას 26 ივნისს მოაწერს ხელს. დოკუმენტი ეხება არა მხოლოდ კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციას და თანამშრომლობის სხვა სფეროებს, იუწყება Deutsche Welle. ასევე […]

ფინანსთა სამინისტრო – საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings”-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა განსაზღვრა როგორც სტაბილური

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch”-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, Fitch ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია 5.8%, ხოლო 2025-2026 წლებში – საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. „სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს […]

ზამბიაში სპილომ ამერიკელი ტურისტი მოკლა

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ზამბიის ქალაქ ლივინგსტონში 19 ივნისს სპილომ ამერიკელი ტურისტი მოკლა. ოფიციალურმა პირებმა გუშინ, 21 ივნისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 64 წლის ჯულიანა გლე ტურნო იყო ტურისტების ჯგუფში, რომელიც სპილოებს ადევნებდა თვალს, რა დროსაც, ერთ-ერთი სპილო მათ მანქანას დაესხა თავს. ცხოველმა ქალი მანქანიდან გადმოაგდო და გათელა. “64 წლის ჯულიანა გლე ტურნო აშშ-ს ნიუ-მექსიკოს შტატიდან, დაახლოებით […]

FitchRatings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელ BB დონეზე დატოვა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა. Fitch ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია 5.8%, ხოლო 2025-2026 წლებში – საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს. […]