მარია ზახაროვა – სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს

სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ