საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „მშვიდობის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ Fragile States index 2024 წლის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო წინა წლებთან შედარებით 3 ადგილით დაწინაურდა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მეგრელიშვილის თქმით, ეს და სხვა ასეთი ხელშესახები […]

ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში ახალი ცხოვრების დასაწყებად – EK Law Office-ის თანადამფუძნებელი

ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში, საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, – ამის შესახებ bm.ge­-ის ეთერში ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში ქართველების მასობრივად წასვლის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავენ. „ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში… საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (IBSU) კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული 30-მდე წამყვანი კომპანია ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დასაქმების ფორუმზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ და მიმდინარე ვაკანსიებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს გაეცნენ. ასევე, IBSU-ს კარიერული კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისთვის კარიერული […]

სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი­ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სალვადორის კონგრესმა ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ 150 თავშესაფარი მოამზადა, რომელთაგან 82 აქტიურად მუშაობს და დაახლოებით 2582 ადამიანს ემსახურება. მექსიკის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში ძლიერი წვიმები ტროპიკულმა შტორმმა „ალბერტომ“ გამოიწვია. სალვადორის გარემოს დაცვისა და […]

GWP: თბილისს წყალი სრულად 4 დღეში აღუდგება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღდგება. მათი განცხადებით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი. GWP-ის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში წერია, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში უკვე დამუშავდა მეწყრული […]

ALDE რეზოლუციით, ქართული ოცნების ხელისუფლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ვილნიუსში ALDE-ს საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ. ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ითხოვს სავიზო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და მოძალადე სამართალდამცველთა მიმართაც. ამავე სხდომაზე […]

„ასეთი მეკარე, ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ ჰყავს“ – ლევან ბერძენიშვილი გიორგი მამარდაშვილზე

ფილოლოგი და პროფესორი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „გიორგი მამარდაშვილისნაირი მეკარე ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ ჰყავს“. როგორც ლევან ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას მამარდაშვილზე თქვა, ასაკის მიუხედავად მას ყველა თვისება აქვს მაღალი დონის, პროფესიონალი მეკარე იყოს. „გვყავდა კარგი მეკარეები. ჩვენს მეკარეებს ჰქონდათ ყველაზე მთავარი თვისება – რეაქცია, მაგრამ ჩვენს მეკარეებს ყოველთვის ჰქონდათ სიმაღლის, ხაზზე და ფეხით […]

„სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია“ – თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე

„ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე ავრცელებს. მისი განცხადებით, წერეთელზე არსებულ კამერებში ერთი პიროვნება ძალიან მიამსგავსა გიორგის, თუმცა ის გიორგი გახელაძე არ არის. „ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც […]

„იმედი გამიცრუვდა… პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო… აღმოჩნდა, რომ ლეპტოპი არ წაუღია” – დაკარგული პროფესორის მეუღლე

“ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია” – ამის შესახებ დაკარგული პროფესორის, გორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, დღეს, დაკარგული პროფესორის მეუღლემ დაწერა, რომ კამერებში […]

აშშ-მა სამხრეთ კორეას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩო ტჰე-იოლთან. საუბრისას აშშ-ის საგარეო პოლიკური უწყების ხელმძღვანელმა „დაგმო კსდრ-სა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის იარაღის მიმდინარე მიწოდება“. ბლინკენის თქმით, მოსკოვის ქმედებები არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას. როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და სამხრეთ […]