კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა

კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში რუსების რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოსა და ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი მაღალსართულიანი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა. დაზიანდა ასევე ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვის ოლქში. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება სრული ძალით მუშაობს, იმისთვის, რომ რუსეთის თავდასხმებზე პასუხის გაცემა შეძლონ. „უკრაინას სჭირდება საჭირო საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურებისთვის, სადაც ისინი განლაგებულია“, – განმარტა უკრაინის ლიდერმა. […]
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
სულიწმიდის მოფენა, სულთმოფენა — ქრისტიანული საუფლო დღესასწაული

სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს. ძველ აღთქმაში პასექი ებრაელების ეგვიპტელთა მონობისაგან გამოსვლას აღნიშნავდა, ხოლო პასექიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნებოდა ღმერთის მიერ მოსესთვის სჯულის – სინას მთაზე ათი მცნების მიცემა. და როგორც ახალ აღთქმაში პასექი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ზეიმი, ადამიანთა „გამოსვლა“ ცოდვილი სამყაროდან ღვთის სასუფეველში, ასევე, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული გახდა „ახალი სჯულის“ მოცემის, ქრისტეს […]
აჭარაში თურქთაგან წამებულნი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე სულთმოფენობას

აჭარელი მოწამეები – მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე სულთმოფენობას. აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული. საქართველოს ეს […]
წყლის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით GWP-ი განცხადებას ავრცელებს

წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს. GWP წერს, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი. “სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი,” – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი […]
ეროვნული ნაკრები გიორგი მამარდაშვილის მიმართვას აქვეყნებს

ეროვნული ნაკრები გიორგი მამარდაშვილის ვიდეო მიმართვას აქვეყნებს. “პორტუგალიასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და იმედია ერთად გავიმარჯვებთ” – აცხადებს გიორგი მამარდაშვილი ვიდეო მიმართვაში.
ღვინის, ძვირფასი ლითონების და მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 73.148 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა. ამავე ცნობით, 2023 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატების ღირებულება 23.892 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა. ზრდამ 206.2 პროცენტი შეადგინა, რაც უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის ყველაზე კარგი შედეგია. გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტიც. ექსპორტის […]
ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია. რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს. იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პარტნიორებს მტკიცე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა […]
რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობას აღნიშნავენ. „სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის […]